ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის თქმით, 15 წლის შემდეგ, ბუტა რობაქიძის საქმის გაცოცხლება, ხელისუფლებას იმისთვის სჭირდება, რომ ოქრუაშვილს პატიმრობაში ყოფნა გაუხანგრძლივოს, რადგან 20 ივნისს მოვლენების გამო ის პატიმრობაში დიდი ხნით ვერ იქნება.
“ეს საკითხი ეხება ბუტა რობაქიძის საქმეს. 15 წლის მერე ბრალდება წაუყენეს ირაკლი ოქრუაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაზე. უბრალოდ ეს საქმე დასჭირდათ ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში ყოფნისთვის და 15 წლის შემდეგ გააცოცხლეს, არანაირი მტკიცებულება მის წინააღმდეგ არ არსებობს ამ საქმეში. გიდასტურებთ, რომ შემოდგომაზე ამ პროცესის მიმდინარეობა და საქმის განხილვა შეწყდა პანდემიის გამო. ეს საქმე დასჭირდათ მერე იმისთვის, რომ 20 ივნისის გამო დიდხანს ვერ ეყოლებოდათ პატიმრობაში და ირაკლი ოქურუაშვილი, რომ პატიმრობაში გაეჩერებინათ” – ამბობს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი.