12 ივლისიდან, 5 დღის განმავლობაში, რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, რიკოთის გვირაბში 2021 წლის 12,13,14,15 და 16 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება. დროის აღნიშნულ პერიოდში, გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
თქვენ ის უნდა გექნათ, რასაც სომხეთი ახლა აკეთებს- რას წერს პეტრე კოლხი მიხეილ სააკაშვილს
"მოგესალმებით… პირველად ვწერ თქვენ კედელზე კომენტარს… მე მაინც ვთვლი, რომ თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა, ეპისკოპოსების გაზულუქება, მათი გავლენების გაფართოება, დაუმსახურებელი დაფინანსება, ჯიპების ჩამორიგება და წახალისება იყო… ზუსტად ისინი გესროდნენ პირველ ქვებს…...








