LIVE TV
კვირა, თებერვალი 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რით გარდაიცვალა 54 წლის მამა დავით ქვლივიძე? საქართველოს სიყვარულით- სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გავრცელდა

დაპოსტა 2020/12/09-ში
834
ნახვა
გაზიარება
ჩიტაძის წმინდა ნინოს ეკლესიის მოძღვარი მამა დავით ქვლივიძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში , მოძღვრის სულიერი შვილი ნინო დოხნაძე წერს.  მეგა ტვ პოსტს უცვლელად გთავაზობთ
? “მაშინაც ცივი დეკემბერი იდგა.. 2006 წელი.. შობის მარხვა.. ჩიტაძის წმინდა ნინოს ეკლესიაში 4 მღვდელი მსახურობდა.. თუმცა შაბათობით, მწუხრის შემდეგ აღსარების უგრძელესი რიგი მამა დავითთან (ქვლივიძე) დგებოდა.. მამაოც, ჩვეულებისამებრ, შუაღამემდე იჯდა და ყველას ყურადღებით უსმენდა.. 12 საათი რომ მოახლოვდებოდა მხოლოდ მაშინღა ითხოვდა: არაფერი მიჭამია და იქნებ გამიშვათ 12-ამდე, ცოტა შევჭამო., ხვალ რომ ზიარება შევძლოო..(საკუთარი ჯანმრთელობისთვის არასდროს ეცალა) იმ პერიოდში უამრავი ახალგაზრდობა მოდიოდა ეკლესიაში, რაღაცნაირმა მხურვალე ტალღამ გადაიარა თითქოს..(რასაც ახლანდელ ნიჰილიზმს ვერ შევადარებ) მეც ჩემს მეგობრებთან ერთად ამ რიგში ჩავდექი.. სიცივისაგან თუ პირველი აღსარების მღელვარებისაგან ფეხები მიკანკალებდა.. 15 წლის ვიყავი.. შორიდან ვაკვირდებოდი მამაოს, რომელიც ჩემი მოძღვარი უნდა გამხდარიყო.. როგორც იქნა ჩემი რიგიც მოვიდა..პულსაციამ მაქსიმუმს მიაღწია და გულის ხმა ყურებში მესმოდა.. მიხვდა რომ საუბარი გამიჭირდებოდა და კითხვების დასმა თავად დაიწყო.. მშვიდი.. სიყვარულით სავსე ტონით.. დავმშვიდდი.. გულისცემაც შენელდა.. წამიკითხა ლოცვა და და მითხრა სიტყვები, რომელსაც ბოლო აღსარებამდე მეუბნებოდა: “სულ ეზიარე!” და მე მივხვდი, რომ სწორ მისამართზე მიმიყვანა უფალმა.. (მოძღვრის ”მიგნება” არაა იოლი საქმე). თავისუფლების მეტროდან ჩიტაძემდე მისასვლელი გზა უტკბილესი გახდა..
გავა წლები .. მამაოს უახლოესი ადამიანი ჰყავს, 21 წლის ასაკიდან გვერდიდან არ შორდება მოძღვარს.. მამას.. მას ეკლესიაში ყველა იცნობს.. სტიქაროსანია, მედავითნე და დამწყები ხატმწერი..ყველას უყვარს და ყველა ჭიათურელ გიორგიდ იცნობს.. და ჩვენი ოჯახიც მალევე შეიქმნა.. მამაო იყო ჩვენი ოჯახის მფარველი.. ” ნინაჩკა თუ გაგაბრაზოს მე მითხარი, ეგრევე დამირეკე”.. ”ჰა რას შვება, ხომ არ გაბრაზებს”.. ასე გვივლიდა და დაგვფოფინებდა ჩვენი მოძღვარი.. ”შეკვეთების საქმე როგორაა გიო, ხომ არაფერი გიჭირთ” .. გიორგისა და მის ურთიერთობას მე ვერ დავწერ.. და ვიცი გიოც გამიბრაზდება.. არც სიტყვები მეყოფა..
არცერთ სამრევლოს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც ჩვენ ვართ.. უმწარესი ყოფილა მოძღვრის დაკარგვა.. თუმცა ამავე დროს ჩვენ ვართ ყველაზე ბედნიერი მრევლი ალბათ საქართველოში, რომელსაც იშვიათი მწყემსი გვხვდა წილად.. ჭეშმარიტად მწყემსი კეთილი..
რით გარდაიცვალა მამა დავით ქვლივიძე? საქართველოს სიყვარულით.. ესაა მისი დიაგნოზი.. ქვეყნის ტკივილი სტკიოდა გულის გაწურვამდე.. ”ჩვენი იარაღი ლოცვაა!” მსახურებას მსახურებაზე ატარებდა და ღამისთევებს ღამისთევებზე.. (სწორედ ამიტომ, ექიმების თქმით, 54 წლის კაცის სხეული ბევრად ხნიერ მდგომარეობას გამოხატავდა). ”ქვეყანას უჭირს, ვილოცოთ, ლოცვის დროა.. სინანულის დროა..” – ასე სრულდებოდა ყველა მისი ქადაგება.
დიახ, მდუღარე ქრისტიანი და მამულიშვილი იყო.. უკიდეგანოდ შეყვარებული სამშობლოს თითოეულ კუნჭულზე.. სამშობლო სტკიოდა და ამ ტკივილს ვერაფერს უხერხებდა..
გვიყვარხარ ჩვენო მამავ, სულიერო და ხორციელო.. სულის შეძვრამდე მომენატრები…”
©️ მამა დავითის (ქვლივიძე) სულიერი შვილი, ნინო დოხნაძე.
გაზიარება334

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თებერვალი 7, 2026
28
მთავარი

პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების მიერ...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 7, 2026
14
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია პირველისა და ტაბულას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში,ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობას მიეძღვა

თებერვალი 7, 2026
16
მთავარი

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 130 წელი გავიდა. 7 თებერვალს წმინდანის ხსენების დღე აღინიშნება. წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ ქართველი...

დაწვრილებითDetails

„საქართველოს განვითარების ფონდი“ შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და ჩამოყალიბდება ერთიან სუბიექტად – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
12
მთავარი

არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა" და პროგრამის „აწარმოე საქართველოში" შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ორი უწყება გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება...

დაწვრილებითDetails

დებატები საზოგადოების ერთიანობას ემსახურება – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება, გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

“დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაშია ” – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
12
მთავარი

დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის თვისებრივად, არსებითად გამოსწორება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს...

დაწვრილებითDetails

“ყველამ ერთად: ხელისუფლებამ, ბიზნესმა, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე”-პრემიერი

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ამას მიბაძავენ სხვა კომპანიებიც, ჩვენ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების...

დაწვრილებითDetails

„სუპერმარკეტის კონსულტანტი ცივი იარაღით დაჭრა“ – დაკავებულია 16 წლის პირი

თებერვალი 7, 2026
759
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2010 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით

თებერვალი 7, 2026
60
მთავარი

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად...

დაწვრილებითDetails

ამ ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარეს 3-ჯერ გაზრდით

თებერვალი 7, 2026
20
მთავარი

სახლში ინტერნეტის სიჩქარე რომ გაზარდოთ, რამდენიმე ხრიკი გამოიყენეთ. 1. სახლის ცენტრში დადეთ როუტერი, რომელიც Wi-Fi-ს ავრცელებს, ბინის ცენტრში უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ტალღები თანაბრად გადანაწილდება და სახლის ყველა კუთხეს მიწვდება...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».