საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამტრედიაში ტრადიციულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც რამდენიმე ოჯახს ბინები გადაეცა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქველმოქმედო ღონისძიებისა და იმ ტრადიციის მნიშვნელობაზე, რომელსაც საფუძველი თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩაუყარა და ოჯახებს ბინების მიღება მიულოცა.
„წლების წინ ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი კახი კალაძემ სამტრედიაში. 2016 წლიდან, ყოველ წელს ამ დღეს სამტრედიაში ვარ, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ეს ტრადიცია არც წელს დავარღვიე. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ღონისძიების განხორციელებას ემთხვევა ხოლმე და დღესაც რამდენიმე ოჯახს გადაეცა ბინები. მინდა, თითოეულ მათგანს მივულოცო ეს არაჩვეულებრივი საჩუქარი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კახა კალაძემ სახლის გასაღები გადასცა მარტოხელა მამას, გოჩა ადეიშვილს, რომელიც სამ შვილს ზრდის და ამ დრომდე საცხოვრებელი არ გააჩნდა.
“რვა წელია მარტო ვზრდი სამ შვილს, ამას ემატებოდა უსახლკარობა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. დღეს ბედნიერი დღე გვაქვს მე და ჩემს შვილებს, ბატონმა კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა საცხოვრებელი სახლი. მადლობა მას ჩემი ოჯახის სახელით,”- განაცხადა გოჩა ადეიშვილმა.
ღონისძიებაზე კომპანია „არქისგან“ და ბიზნესმენ ლევან თარგამაძისგან საცხოვრებელი სახლები საჩუქრად კიდევ ორმა ოჯახმა მიიღო.
მარნეულში N4 საჯარო სკოლაში თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა. შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოსწავლეს დაზიანებები თავისა და კისრის არეში აღენიშნებოდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივი მედიის, Marneulinews-ს ინფორმაციით,...
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6985 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6991 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006...
ივანიშვილის ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზას შექმნის – ივანიშვილის პარლამენტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს მე-3 მოსმენით დაუჭირა მხარი. დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს...
ავარია სოფელ მუხაესტატეში, ცენტრალურ გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა.
20 ივნისზე და იქ კონკრეტული პირების მოქმედებაზე, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით, განვაახლეთ გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ...
13 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში იხსნება ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2025’’. „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული და ყველაზე ფართოდ გავრცელებული კულტურულ ღონისძიებათა ერთობლიობა. ის ევროპის კულტურული კონვენციის,...
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში შალვა კიკნაველიძე ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიასტერიტორიაზე, „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის „ქუთაისი-სოხუმის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო. „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენი ბუნებრივი აირით სამეგრელოს რეგიონს ამარაგებს. მილსადენის...
დიდ დიღომში ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი 29 წლის სერგი შტააძეა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ. ახალგაზრდა კაცის ცხედარი დიდ დიღომში გუშინ იპოვეს. ის სამი დღის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა...