საქართველოს რესპუბლიკურ კლინიკაში სულ 68 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსის დიაგნოზით 36 პაციენტია მოთავსებული. რესპუბლიკურში მყოფი 3 პაციენტი ახალია და გადაყვანილია ცხელების ცენტრებიდან, აქედან 2 შავი ზღვის ჰოსპიტალიდან, ხოლო 1 ცხელების ცენტრიდან. გამოკვლეული 32 პაციენტის პასუხებმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა, – ამის შესახებ ინფორმაციას რესპულიკურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსი 394 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 86 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.