რესპუბლიკური საავადმყოფო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესს წყვეტს და სრულად გადადის „ფაიზერით“ ვაქცინაციაზე. ამის შესახებ კლინიკის დირექტორი ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც „ფაიზერის“ ვაქცინა დამთავრდება, ვაქცინაცია კვლავ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაგრძელდება.
„კლინიკა სამშაბათიდან სრულად გადადის „ფაიზერის“ ვაქცინაციის პროცესზე. ამ პერიოდში შეწყდება „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია და როგორც კი დამთავრდება „ფაიზერი“, რადგან ის შეზღუდულია, ამის შემდეგ, ვაქცინაცია კვლავ „ასტრაზენეკათი“ გაგრძელდება“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ.
საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.