“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI)-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 44 % მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დანიშნოს, 36 %-ის აზრით კი, ეს საპარლამენტო მრავალპარტიულმა კოალიციამ უნდა გააკეთოს. ასეთი შედეგები გადანაწილდა შეკითხვაზე: ვინ უნდა დანიშნოს მომავალი პრემიერ-მინისტრი? აღნიშნულ შეკითხვაზე არ იცის ან უარი თქვა პასუხზე 20%-მა.
რაც შეეხება შეკითხვას, ვის ისურვებდით მომავალ პრემიერ-მინისტრად?, პასუხები შემდეგნაირია: რომელიმე პარტიის წევრს – 59%, უპარტიო ადამიანს – 16%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 25%.
გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.