LIVE TV
ორშაბათი, დეკემბერი 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“რეჟიმის მიზანი არის სწორედ ის, რომ ვიზალიბერალიზაცია შეწყდეს”- სალომე ზურაბიშვილი

დაპოსტა 2025/04/23-ში
37
ნახვა
გაზიარება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიზანია, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არის რუსული პოლიტიკის ნაწილი, რადგან „რუსეთის მიზანია, საქართველო იყოს მთლიანად იზოლირებული თავისი ევროპელი ან ამერიკელი პარტნიორებისგან“.

„ვიზალიბერალიზაციის თემა ორმხრივად არის გამოყენებული რეჟიმის მიერ. ერთი არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, არაფერი აღარ დაგრჩებათ. ამით მორალური წნეხი არის საზოგადოებაზე გამოყენებული. ეს კამპანია დაწყებულია სწორედ სააღდგომოდ. ეს არ მოდის ბრიუსელიდან და არცერთი ევროპული დედაქალაქიდან, მოდის თბილისიდან, ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანი არის სწორედ, რომ ვიზალიბერალიზაცია შეწყდეს. ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომელზეც ესენი წუხან და რომლის შეჩერება სურთ, არა! ეს არის მათი მიზანი, რაც მოჰყვება მათ ქმედებებს. ყოველდღიურად ხან ლანძღავენ ევროპის რომელიმე დედაქალაქს, აქაურ ელჩებს პირდაპირ მუქარის ტონით ესაუბრებიან, ეს არის იმ გადაწყვეტილების გაგრძელება, რომელიც 28 ნოემბერს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე მიიღეს. მივდივართ იმისკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია. ეს არის რუსული პოლიტიკა. რუსეთის მიზანია, საქართველო იყოს მთლიანად იზოლირებული თავისი ევროპელი ან ამერიკელი პარტნიორებისგან, რომ აღმოჩნდეს მარტო, დაუცველი, დამოუკიდებლობა ფეხქვეშ გათელილი, რუსეთის სხვადასხვა განზრახვების ქვეშ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი განმარტებით, ხელისუფლება ცდილობს ხალხი მიაჩვიოს იმ მომავალს, რომელიც იზოლაციაში, ვიზალიბერალიზაციის გარეშე იქნება.

„ასევე, მცდელობა არის, რომ პასუხისმგებლობა გადაიტანონ ევროპაზე, ვითომ ისინი გვსჯიან. არავის სჯის ევროპა, გარდა გარკვეული პირებისა, როცა ინდივიდუალური სანქციები არის გამოცხადებული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპა ქართულ საზოგადოებას არ სჯის, რაც ნათლად გამოიხატა მაშინ, როდესაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

„თუ რეჟიმი ასე გააგრძელებს და ყველა ფორმით ეცდება საქართველო ჩამოაშოროს თავის პარტნიორებს, გადმოიყვანოს ჩაკეტილ მდგომარეობაში, იზოლაციაში, ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ივანიშვილს და იმ „კლანს“, რომელიც დღეს ამ ქვეყანას რუსული წესებით მართავს. ამიტომ, ამ საკითხზე პროპაგანდას არ უნდა მოვუსმინოთ. უნდა დაფიქრდეთ და ნახოთ, ვინ აშორებს საქართველოს ევროპისგან, ევროპამ რამდენი რამ გააკეთა იმისთვის, რომ გაუხსნას ქართველებს ის გზა, რომელიც ქართულ პასპორტს ევროპულ პასპორტად გადააქცევს. თუ არსებობს რეალური გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ხვალ შემოვიერთოთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ეს არის სწორედ ევროპაში შესვლა და არა ევროპისგან ჩამოშორება. ესეც არის ის საკითხი, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი განმარტებით, გაერთიანებისა და დამოუკიდებლობის გზა არის ევროპაში, პარტნიორებთან და არა რუსეთში.

გაზიარება15

დაკავშირებული -პოსტები

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია დაზიანებულია

დეკემბერი 6, 2025
124
მთავარი

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია დაზიანებულია. გასულ კვირას ჩატარებულმა ინსპექციამ დაადგინა, რომ სადგურის დამცავი კონსტრუქცია თებერვალში დრონმა დააზიანა და ის თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს.სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

დოროთე ყურაშვილი მღვდელმსახურებს მოუწოდებს რომ ემსახურონ ხალხს და არა მთავრობას

დეკემბერი 6, 2025
59
მთავარი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მღვდელმსახურებს მოუწოდებს რომ ემსახურონ ხალხს და არა მთავრობას. “მთავრობა, რომელიც საკუთარ ხალხს წამლავს არა აქვს უფლება დარჩეს მთავრობად. ხალხს, რომლებსაც ასე წამლავენ...

დაწვრილებითDetails

სუს-მა BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტის რესპონდენტზე ძებნა გამოაცხადა

დეკემბერი 6, 2025
107
მთავარი

სუს-მა გდდ-ს ყოფილ თანამშრომელ ლაშა შერგელაშვილზე, რომელიც BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტის რესპონდენტია, ძებნა გამოაცხადა. მას ტროტილისა და ასაფეთქებელი-საბრძოლო მასალის თბილისთან გადამალვის ორგანიზებას ედავებიან. “გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის ლაშა...

დაწვრილებითDetails

ბათუმის ავტობანზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

დეკემბერი 6, 2025
31
მთავარი

"მეგა tv"  -ის ინფორმაციით ბათუმის ავტობანზე, ქობულეთის შესასვლელთან მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც თვითმხილველები გვიყვებიან მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა და მისი ჩაქრობა თავად მოქალაქეებმა მოახერხეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დაწვრილებითDetails

1 იანვრიდან შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით ახალი კანონი ამოქმედდება

დეკემბერი 6, 2025
430
მთავარი

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 103-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 103. „შინაურ ბინადარ ცხოველთა...

დაწვრილებითDetails

თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

დეკემბერი 6, 2025
25
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი კ.ო. დააკავეს. პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში, ბრალდებულის მართვის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

დეკემბერი 6, 2025
14
მთავარი

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, სპეციალიზებულმა პროკურორებმა და მოწმისა და დაზარალებულის...

დაწვრილებითDetails

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია

დეკემბერი 6, 2025
78
მთავარი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე ოჯახშიძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო, ხოლო საკუთრების მფლობელობის დარღვევის, ნივთის დაზიანების და დამცავი ორდერის შეუსრულებლობის ნაწილში გაამართლა. კურტანიძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა...

დაწვრილებითDetails

კარგი ინფორმაცია პენსიონერებისთვის

დეკემბერი 6, 2025
669
მთავარი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა. მათივე ცნობით, შესაბამისი ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა. „კერძოდ, პენსიონერს, გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის...

დაწვრილებითDetails

მეცნიერებმა სახის ფილერებთან დაკავშირებული ახალი საფრთხე გამოავლინეს

დეკემბერი 6, 2025
70
მთავარი

მეცნიერებმა სახის ფილერებთან დაკავშირებული ახალი საფრთხე გამოავლინეს,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, შესაძლოა, ასეთ პროცედურას არტერიების ბლოკირება მოჰყვეს, გამოიწვიოს კანის დაზიანება და ზოგ შემთხვევაში, მხედველობის დაკარგვა. სპეციალისტებმა ულტრაბგერითი ტექნოლოგიის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».