25 წლის კანადელი ფეხბურთელი რებეკა ქუინი ოლიმპიადის პირველი ტრანსგენდერი ჩემპიონი გახდა.
კანადის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ფინალში შვედეთი პენალტების სერიაში 3:2 დაამარცხა.
ქუინი შვედეთის “ვიტსჯიოში” ასპარეზობს, ეროვნულ გუნდში კი 68 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.