“ჩემი კითხვაა, განსაკუთრებით აქ აღწერილი კანონის უზენაესობის გროტესკული დარღვევის გათვალისწინებით, რა ჯანდაბა უნდა ევროკავშირის დროშას ამ ინტერვიუს ფონზე?”,– წერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი Twitter–ზე.
ილვესი ასე ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ეხმაურება, სადაც ის ნიკა მელიას დაკავებასა და გიორგი გახარიაზე საუბრობს და ამბობს, რომ ყოფილი პრემიერიო 17 თებერვლის 17:00 საათამდე ეთანხმობა ოპოზიციის ლიდერის დაჭერას.