LIVE TV
ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა ხდება ოპოზიციაში- რა დოკუმენტი გადასცეს ელჩებს

დაპოსტა 2020/12/04-ში
2.9k
ნახვა
გაზიარება

ოპოზიცია „ქართული ოცნების“ პასუხის მოლოდინშია – ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა შვიდმა პარტიამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობით მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ დეტალებზე არ ისაუბრეს, მაინც აღნიშნეს, რომ მათი მოთხოვნები არ შეცვლილა – კვლავ რიგგარეშე არჩევნებს, ცესკოს ადმინისტრაციის ცვლილებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

თუმცა „ოცნებაში“ კვლავ კატეგორიულად აცახდებენ, რომ მათთვის რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია. მაშ რაზე შეიძლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსენსუსი მოხდეს, ჯერჯერობით უცნობია. შეხვედრა გაიმართა ამერიკის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში.

„ყველა ის მოთხოვნა, რაც არსებობდა ოპოზიციის მხრიდან და ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ, ჩამოყალიბებული, დეტალური, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს. ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ, როგორც ფასილიტატორმა ელჩებმა ეს პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ „ქართულ ოცნებას“ და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ, დოკუმენტირებულ პასუხს.

ჩვენი პოზიცია პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით არის უცვლელი, ვინაიდან არაფერი ისეთი, რაც ამ პოზიციას შეგვაცვლევინებდა, „ოცნებისგან“ არ მოსულა. მათგან იყო შემოთვლილი ძალიან ბუნდოვანი წინადადებები, რა წინადადებები, ვერ გეტყვით,” – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

„წერილობითი მოთხოვნები გადავეცით ფასილიტატორებს. ველოდებით ასეთივე წერილობით პასუხს „ქართული ოცნებიდან“,“ – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ.

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მათ ელჩება დრო სთხოვეს იმისთვის, რომ „ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს. „ფასილიტატორებმა გვთხოვეს, რომ მიგვეცა დრო, სანამ ჩვენ მივიღებთ „ქართული ოცნებიდან“ ჩამოყალიბებულ წინადადებებს და ამის მერე იმედია, რომ მოხდება მესამე რაუნდი, სადაც პოზიციები შეჯერდება ან არ შეჯერდება,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ალეკო ელისაშვილმა კი განაცხადა, რომ „ოცნებისგან“ კომრპომის რომ არ ელოდებოდნენ არც ელჩებს აწვალებდნენ და არც თავად იწვალებდნენ. „არც ჩვენ ვართ პატარა ბავშვები, რომ გვეწვალა და არც ელჩები, რომ ვაწვალებდეთ. უზარმაზარ შრომას ეწევიან,“ – აღნიშნა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ელჩებისთვის გადაცემული დოკუმენტი მას შემდეგ გასაჯაროვდება, რაც „ქართული ოცნებისგან“ საპასუხო წერილობით პასუხს მიიღებენ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი კი იმედოვნებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში წინსვლა იქნება. როგორც ჰარცელმა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, დისკუსიები ისევ გაგრძელდება.

„ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან დავაზუსტეთ, რომ დისკუსიები კიდევ გაგრძელდება. ჩვენ ვაგრძელებთ 7 პარტიასთან საუბარს. ახლა მხედველობაში მივიღებთ ამ ყველაფერს, თუ როგორ გავაგრძელებთ გამოსავლის გზის ძიებას. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, ეს დისკუსია გაგრძელდება და იქნება ძალიან რთული,“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ ოპოზიციამ ახლა პოზიციები თუ დათმო და ნაწილი მაინც პარლამენტში შევიდა, ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. მისი აზრით, ან ყველა ერთნაირად უნდა შევიდეს ან კიდევ არა. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ახლა ფაქტობრივად ვაჭრობა მიდის, ამიტომაც ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის წაუგებელ თამაშს თამაშობს და უნდა რაც შეიძლება მეტი მოგება ნახოს. თუმცა დიდი ალბათობით „ოცნება“ დათმობაზე არ წავა. ის დამოუკიდებლად კონკრეტულ პოლიტკოსებთან დიდი ალბათობით მოლაპარაკებებსაც აწარმოებს და იმედია ქვს, რომ მათ ნაწილს გადაიბირებს.

„თუ ოპოზიციამ პრინციპულობა ვერ გამოიჩინა და გატყდა ,  ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. დაუშვებელია, რომ ნაწილი მაინც შევიდეს და ნაწილი გარეთ დარჩეს. ვინც შევა, ჩათვალეთ, რომ ის პოლიტიკურად გაბანკნოტებულია. ან ერთად უნდა შევიდნენ და თქვაან, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან გამომდინარე სხვა გზა არა აქვთ. ქვეყანა თავზე გვენგრევა და მხოლოდ „ოცნების“ იმედად სახელწიფოს ვერ დავტოვედბით. სხვაგვარად მხოლოდ ნაწილის შესვლა კატასტროფა იქნება.

ირაკლი კობახიძე ყოველ დღე გამოვა და მათ დამცირებას დაიწყებს. ასევე ამომრჩევლის თვალში მათი პოლიტიკური დივიდენდი ნულის ტოლფასი გახდება. არ გამოვრიცხავ, რომ „ოცნება“ ცალკეულ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებსაც კი აწარმოებდეს. ამაში გასაკვირიც არაფერია. ამიტომაც არც ის იქნება მოულოდნელი ნაწილი მათგანი თუ შევა. ახლა  ნერვების ომი მიდის და ვისაც მეტი ნებისყოფა ექნება ის გაიმარჯვებს“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.

გაზიარება1172

დაკავშირებული -პოსტები

რომელი თვეები იქნება ყველაზე იღბლიანი 2026-ში

დეკემბერი 16, 2025
183
მთავარი

2026 წელი ასტროლოგიურად ძლიერი შესაძლებლობების პერიოდია, თუმცა წლის განმავლობაში გამოიკვეთება რამდენიმე თვე, როცა იღბალი, ფინანსური წარმატება და ცხოვრების პოზიტიური ცვლილებები განსაკუთრებით აქტიურდება. ამ პერიოდში შანსები უფრო ადვილად მოდის, გადაწყვეტილებები კი...

დაწვრილებითDetails

ლოცვა,რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ

დეკემბერი 16, 2025
263
მთავარი

ტროპარი: ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა. სხვა ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა...

დაწვრილებითDetails

დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა – ავარია სამეგრელოში

დეკემბერი 16, 2025
199
მთავარი

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური მაგისტრალზე, სოფელ ახალკახათთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 42 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქალი ავტომობილიდან გადმოვიდა. საჭესთან მჯდომი პირი დაკავებულია.

დაწვრილებითDetails

რამდენ მძღოლს და რატომ აქვთ შეჩერებული მართვის მოწმობა

დეკემბერი 16, 2025
210
მთავარი

არსებული სტატისტიკის მიხედვით, დღეის მდგომარეობით მართვის მოწმობა 35 445 მძღოლს აქვს შეჩერებული. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები პარლამენტში წარდგენილ პროექტს ახლავს თან. უფრო კონკრეტულად, ალკოჰოლური თრობის საფუძვლით მართვის მოწმობა 18 310 პირს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი

დეკემბერი 16, 2025
794
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი დააკავა და 14 პირი დაუსწრებლად მისცა პასუხისგებაში, მათ შორის 5 „კანონიერი ქურდია“. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. დარახველიძის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მძიმე ავარია მოხდა

დეკემბერი 16, 2025
5k
მთავარი

მძიმე ავარია მოხდა  ქუთაისში. სოფელ ქვიტირთან. როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. სამი დაშავებულიდან, ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის...

დაწვრილებითDetails

ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად – რა მოხდა ზუგდიდში

დეკემბერი 16, 2025
862
მთავარი

ის რაც სამეგრელოს გუბერნატორმა, დავით ვერავამ ბალდელ დედებთან იკადრა, ამაზე ვერაგული და ბინძური განზრახვა ცოტა გექნებათ გაგებული. ამ ფოტოებზე აღბეჭდილი ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად. - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

დეკემბერი 16, 2025
3.9k
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, ლევან რაფავა გარდაიცვალა. ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს. ახლობლების ინფორმაციით, 37 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან იყო და ნიუ-იორკში სამუშაოდ 3 წლის წინ წავიდა. „მეუღლეს ელაპარაკებოდა ტელეფონით… ვაი, დედაო, და...

დაწვრილებითDetails

მოსახლეობა ხონში წყლის პრობლემის გადაჭრას ითხოვს – რას აცხადებს ქალაქის მერი

დეკემბერი 16, 2025
67
მთავარი

ხონში მოსახლეობა წყლის მიწოდების პრობლემის გადაჭრას მოითხოვს. მათი თქმით ნახევარ წელზე მეტია წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, რაც მათ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს. საკითხს სოციალურ ქსელში საჯაროდ ეხმიანება ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე...

დაწვრილებითDetails

“ვამზადებთ სარჩელს” – შალვა პაპუაშვილი BBC-ზე

დეკემბერი 16, 2025
53
მთავარი

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საჩივრის მოსამზადებლად, სავარაუდოდ, ბრიტანულ იურიდიულ დახმარებას გამოიყენებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იურისტები ამ სარჩელის მოსამზადებლად უკვე მუშაობენ. „იცით, რომ იურისტები მუშაობენ ამ სარჩელთან...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».