LIVE TV
სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა წერია შაქარაშვილის საქმის სკანდალურ ჩვენებაში

დაპოსტა 2020/09/01-ში
165
ნახვა
გაზიარება

”კურიერის“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა, რომელზეც, ჩვენების მიხედვით, პატიმრობაში მყოფმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა თანამესაკნესთან ისაუბრა.

საუბარია დეტალებზე, როგორიცაა შაქარაშვილის ჩანთა, ნიკა ჟვანიას ხელკეტი და დაზიანებები, რომელიც გარდაცვლილს ჰქონდა.

ჩვენება 14 აგვისტოთი თარიღდება, ნიკა ჩიტიძე, რომელიც რევაზიშვილის თანამესაკნეა, ჰყვება 18 ივნისის ღამის დეტალებს, რომლის შესახებ მას რევაზიშვილმა უამბო.

„ავედით ცენტრალურ გზაზე, არაგვის ხიდთან დავინახეთ 3-4 ბიჭიო. მათ დანახვაზე ვახტანგ ჩიქოვანმა იყვირა, ესენი არიან ამათი დედა **. … მძღოლის გარდა ყველანი გადავედით მანქანიდან და გავიქეცით იმ ბიჭების მიმართულებითო. ისინი ჩვენ დანახვაზე გაიქცნენ, გადაჭრეს გზა და ხიდის ქვემო ჩასასვლელისკენ გაიქცნენო. ჩვენც იმ ადგილას რომ მივუახლოვდით შევამჩნიე, რომ ერთ-ერთი ბიჭი იქვე ბუჩქებში იმალებოდა და მე ამ ბიჭთან დავრჩი. …

დევნის დროს ერთი ბიჭი არაგვის ხიდის ქვეშ გამავალი გზისკენ გაიქცა. … მას უკან მიყვნენ, აჩო გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დაახლოებით 15 -20 წუთის შემდეგ ისინი უკან დაბრუნდნენ და თქვეს, რომ დედა მ*** ამის შემდეგ ჩვენ ჩავსხედით მანქანაში და წამოვიყვანეთ თბილისის მიმართულებითო. მანქანაში ძალით ჩავსვით ამირხანაშვილი, თუმცა არ გვიცემია.

აჩო გაგნიძემ მას სიტყვიერად ჩხუბი და გინება დაუწყო, რაზეც ამირხანაშვილმა უთხრა, მე არაფერ შუაში ვარო, ამირხანაშვილი შეშინებული იყო, გზაზე რამოდენიმეჯერ პირჯვარი გადაიწერა. …შემდეგ, გაგნიძემ მანქანაში მოჰყვა, რომ დავეწიეთ იმ ბიჭს, ჯერ ხელის გულები დავარტყიო, ორივე თვალის მიდამოში და თავი ჩავარტყი სახეში. შემდეგ, მუშტი ჩავარტყი და ტუჩი გაუსკდაო, ამის შემდეგ ბიჭი წაიქცა და ვახტან ჩიქოვანმა, ზ.ხ.-მ ა.ქ.-მ და მე წიხლები ვურტყითო.

აჩო გაგნიძეს უთქვამს, რომ ცემის პროცესში ბიჭი გაგვექცა მდინარისკენო, უკან მიყოლიან ყველანი, რა დროსაც მდინარეში გადაგვივარდა ეს ბიჭი და დედა მ*** და დაიხრჩოო,”- წერს რევაზიშვილის თანამესაკნე ჩიტიძე.

ამავე ჩვენების მიხედვით ირკვევა, ერთ-ერთი მთავარი ნივთმტკიცებით ჩანთის შესახებ დეტალები.

“დევნის დროს ბიჭს დაუვარდა პატარა ჩანთა, რომელიც გავხსენით და შიგნით მხოლოდ სავარცხელი და თმის ჟელე ვნახეთო. ა.ქ. ჩანთა იქვე არაგვის ხიდის ბეტონის საყრდენზე დადო იმიტომ, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს ჩვენზეო, იფირებენ, ჩანთის პატრონი წყალში გადახტაო.

… აჩო გაგნიძემ თქვა, ეს ამბავი რომ გაბაზრდეს მთქმელს და მთელ მის ოჯახს დედა მ***. რაზეც ჩიქოვანმა დაამატა, რა უნდა გაბაზრდეს ვინც ამას იტყვის ზონაში ვერსად გაჩერდება ბოზის სახელი ექნებაო, აჩო გაგნიძეს ჩიქოვანისთვის უთქვამს, ხომ არ დავრჩით საბურთალოელების ვალში, ხომ ავუღეთ აბაროტი, ამათი დედა მ***,”- ნათქვამია ჩიტიძის ჩვენებაში.

ჩვენებაში ასევე აღწერილია, როგორ უკავშირდებოდა ბრალდებული ნიკა რევაზიშვილი საკუთარ ოჯახის წევრებს.

ასევე ჩვენებაში ჩანს, რომ რევაზიშვილის მეუღლემ იცოდა 18 ივნისის ტრაგიკული ღამის დეტალები.

„მან ჩამაწერინა მამამისის ნომერი … და მთხოვა მის ნაცვლად დამერეკა მამამისისთვის, …მამამისთან დამაბარა, რომ ნიკას მეუღლე ანი ჩამოეყვანა კასპიდან, რადგან მის მეზობელ გოგოს კასპში- დიკოს ქმარი ან თავად მუშაობდა პოლიციაში, ან ჰქონდა ახლო ურთიერთობა პოლიციასთან, რის გამოც ნიკას არ უნდოდა ანი ამ ხალხის სიახლოვეს ყოფილიყო.

ნერვიულობდა, რამე არ წამოსცდეს ჩემს შესახებ და შემდეგ ეს პოლიციამ არ გაიგოსო. … შემდეგ მამამისთან დამაბარა მოსულიყო შემთხვევის ადგილიდან ქამრით წამოსაყვანად ბიჭთან, გვარად ამირხანაშვილთან, იმ მიზნით, რომ ამირხანაშვილს მიეცა ისეთი ჩვენება, რომელიც გამორიცხავდა ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტს.

ანუ ამირხანაშვილს უნდა მიეცა ჩვენება, რომ ნიკა რევაზიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა შემთხვევის ადგილიდან ამირხანაშვილი ამ უკანასკნელის სურვილით წამოიყვანეს და არა იძულებით. თუმცა ბოლო ნიკა რევაზიშვილმა გადაიფიქრა ამ დანაბარების გადაცემა და მითხრა, რომ ამის შესახებ მამამისისთვის არ მეთქვა, რადგან თავად უწერდა ადვოკატს წერილებს, გამყოფ მინაზე ადებდა და ამ გზით ატყობინებდა მამამისისთვის გადასაცემ ინფორმაციას,”- ნათქვამია რევაზიშვილის თანამესაკნის ჩვენებაში.

„კურიერმა“ ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა წერილი, რომელიც რევაზიშვილს ეკუთვნოდა, სადაც ის აცხადებდა, რომ ტყუილი იყო თანამესაკნის ჩვენება და ამ ბრალდებებს უარყოფდა.

გაზიარება67

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში მანქანა გატეხეს

დეკემბერი 16, 2025
48
მთავარი

ანი ხუციშვილი: ქუთაისში, აღმაშენებლის 142-თან გატეხეს მანქანა. ამოღებულია ჩანთა, რაშიც დევს აუცილებელი საბუთები, თანხა და პასპორტი!!! ჩანთა არის შავი ფერის ბრენდი-miumiu. იქნებ იპოვოს ვინმემ და მოგვაწოდოთ საბუთები და პასპორტი!! ძალიან...

დაწვრილებითDetails

სასაზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

დეკემბერი 16, 2025
7
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი დააკავეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეები 1977 წელს დაბადებული ე.ქ. 1982 წელს დაბადებული მ.უ. და...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად

დეკემბერი 16, 2025
4
მთავარი

საკანონმდებლო ცვლილებით, პირი ერთჯერადად გათავისუფლდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან, რომელსაც აღნიშნული სამართალდარევა 2025 წლის 10 დეკემბრამდე აქვს ჩადენილი . კერძოდ, უქმდება ის ნორმები, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა – “საქსტატი”

დეკემბერი 16, 2025
83
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა. ამის შესახებ „საქსტატის“...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

დეკემბერი 16, 2025
43
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბელორუსის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ი.კ. და 2005...

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

დეკემბერი 16, 2025
15
მთავარი

რთული მეტეოროლოგიური პირობების, ინტენსიური თოვის, ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და  საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე გააძევეს

დეკემბერი 16, 2025
2
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე...

დაწვრილებითDetails

“ჩამორთმეული მართვის მოწმმობის ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა იძლევა”- სიახლე

დეკემბერი 16, 2025
83
მთავარი

მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომელიც ჩამორთმეული მართვის მოწმმობის ვადამდე აღდგენის შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, უქმდება ის ნორმები, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს შესაძლებლობას აძლევს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს....

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 3000 ლარამდეა! – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებს

დეკემბერი 16, 2025
11
მთავარი

ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ გაანადგურებენ...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

დეკემბერი 16, 2025
9
ამინდი

16 დეკემბერს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +10 და ღამით +3 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».