შინაგან საქმეთა სამინისტრო ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამის, თამაზ ხომასურიძის დაკავების მიზეზებს განმარტავს.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, თამაზ ხომასურიძეს ბრალი ედება მუქარაში, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და ცრუ ჩვენების მიცემაში.