LIVE TV
სამშაბათი, თებერვალი 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა ჩანაწერი ვრცელდება და ვინ არიან ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულები (+ვიდეო)

დაპოსტა 2021/07/20-ში
78
ნახვა
გაზიარება

პოლიციამ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს ბრალდებულ ა.ო.-სთან პროცენტიან სესხთან დაკავშირებით ფინანსური დავა წარმოექმნა.

„ყველა მათგანი: 1969 წელს დაბადებული პ. გ. (მეტსახელად „პალიკო“), 1980 წელს დაბადებული ზ. გ. (მეტსახელად „მუხო“), 1964 წელს დაბადებული ჯ. გ. (მეტსახელად „ჯამა“), 1995 წელს დაბადებული ვ. გ., 1983 წელს დაბადებული დ. დ., 1991 წელს დაბადებული დ. ა., 1983 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად „ლაპუხა“), 1963 წელს დაბადებული ა. ო. “ქურდული სამყაროს” წევრობის, “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის, “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არის დაკავებული.

ა.ო., სადავო საკითხის „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებულის – დ.ა.-ს მეშვეობით დაუკავშირდა “ქურდული სამყაროს” წევრებს, ასევე ბრალდებულებს. აღნიშნულმა პირებმა ა.ო.-ს საკუთარი მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ დახმარება აღუთქვეს.

ბრალდებულებმა 2021 წლის აპრილსა და მარტში, თბილისში, ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში ფინანსური დავის „ქურდული წესით“ გარჩევა მოაწყეს.

დავის „ქურდული წესით“ გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაზარალებული მოვალისგან – ა.ო.-სგან სადავო თანხას – 26 ათასი აშშ დოლარს ვერ მიიღებდა, რადგან მისი საქმიანობა „ქურდული სამყაროს“ წესებს არ შეესაბამებოდა.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი „ქურდული შეხვედრების“ ორგანიზებისთვის ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება31

დაკავშირებული -პოსტები

ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იყო

თებერვალი 17, 2026
39
მთავარი

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი , - ამის შესახებ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა სუს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, განიხილეს ის, თუ როგორ უნდა მოხდეს მომავალში საქართველოს სტაბილური გაზმომარაგება. „ალბათ,...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

თებერვალი 17, 2026
603
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 თებერვალს, 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, დიდ დიღომსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის...

დაწვრილებითDetails

კრიმინალური ავტორიტეტი ჯუმათა, ოზურგეთში, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს

თებერვალი 17, 2026
718
მთავარი

ოზურგეთში ტეორორისტული აქტი განხორციელდა – 55 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს - ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს. როგორც ადგილიდან გვატყობინებენ. ამ წუთებში ტერორისტული აქტი განხორციელდა ოზურგეთში. 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად...

დაწვრილებითDetails

მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თებერვალი 17, 2026
71
მთავარი

მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ბრიგადა იყო მობილიზებული.   ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ელექტროენერგიის გადამცემი კაბელებია.   საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

დაწვრილებითDetails

ბრალდება სრულიად მიუღებელია – ნინო ქადაგიძე-ჟვანია

თებერვალი 17, 2026
158
მთავარი

უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედიაა ჩვენთვის. მეორე - ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“...

დაწვრილებითDetails

ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

თებერვალი 17, 2026
31
მთავარი

🔉 კრიტიკული შეუსაბამობები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში‼️ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 7 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა. ℹ️ 13 თებერვალს, თბილისის მასშტაბით, სააგენტომ 19 ობიექტში ჩაატარა გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება.შედეგად, 7 ობიექტზე გამოვლინდა...

დაწვრილებითDetails

მე დავამტკიცებ, რა იყო ამ მკვლელობის მოტივი – რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას დედა

თებერვალი 17, 2026
57
მთავარი

ბესარიონ ჟვანიას დედამ პირობა მომცა: „თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურას“. საინტერესოა, დღეს რას გვეტყვის მისი დედა, - ასე ეხმაურება მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 17, 2026
528
მთავარი

18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი,...

დაწვრილებითDetails

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის ძებნა გამოცხადდა

თებერვალი 17, 2026
138
მთავარი

საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ(ბუსა) ჟვანიას მიმართ ძებნას გამოაცხადებს. როგორც თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურა ბრალდებულ...

დაწვრილებითDetails

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე პროკურატურა გახსნილად გამოაცხადა

თებერვალი 17, 2026
131
მთავარი

თბილისის პროკურორის, გიორგი მიქაიას განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა. მისი თქმით, პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».