„საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდება ის წესიც, რომ პატიმრობის კოდექსით დადგენილი სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ გავრცელდება სახელმწიფო ინსპექტორის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირების შემთხვევაში.
შემოთავაზებული ცვლილებებით, ბრალდებულს და მსჯავრდებულს ნებისმიერ დროს შეეძლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დაკავშირება, მათ შორის, სამარტოო საკანში ყოფნისას, გამომძიებლის ან პროკურორის მიერ სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისას და სახდელის სახით სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისას.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტის ძირითადი არსი ბრალდებულის და მსჯავრდებულის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.