28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება და ის ნებაყოფლობითი ხდება. შეზღუდვა დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში უცვლელი რჩება.
ხვალიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ადამიანთა რაოდენობრივი შეზღუდვა უქმდება, ეს ცვლილება ასევე ეხება სპორტულ, სახელოვნებო, თუ სხვა სახის ღონისძიებებს, მათ შორის სოციალურ ღონისძიებებს.
ხვალიდანვე, ე.წ. დისტანციურ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს.
ამასთან, 28 მარტიდან უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან PCR – ტესტის გარეშე.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, ქვეყანა ნელ-ნელა უახლოვდება პანდემიის დასასრულს.