15 წლის მოზარდის გარდაცვალებას, რომელიც ორდღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში იპოვეს, დარჩელის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, მარინე ცარციძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ზაალ, შვილო, რამ შეგიყვანა ამ ადიდებულ მდინარეში. რატომ გარისკე სიცოცხლით. ბავშვებო, იცოდეთ, სიცოცხლე მარტო თქვენი არაა, ის, პირველ რიგში, მშობლებისაა, და-ძმისაა, მეგობრისაა, ჩვენიცაა, მასწავლებლების.
თქვენი ტკივილიანი წასვლით ყველას გვაკლდება დარდისაგან სიცოცხლის წლები. რა ქნას საწყალმა შენმა დედიკომ, მამიკომ, ძმამ. რა ვქნათ ჩვენ, შენ რომ აღარ შემოაბიჯებ სკოლაში და არ შემოგვცინებ ალალი, ოდნავ ეშმაკური ღიმილით.
წუხელ ყველა სასწაულს ვთხოვდით უფალს, შენი დაბრუნების იმედი გვქონდა, დღეს კი ღმერთს ვთხოვთ შენი სხეულის პოვნას, რათა შენმა დედიკომ უკანასკნელად ჩაგიხუტოს გულში. შენ თამაშისა და გართობის დროს არ დაგემართა ეს უსაშველო უბედურება, საქონლის გამორეკვა გინდოდა, ჩემო შრომისმოყვარე ბიჭო.
ალალ-მართალო, უცოდველო, ანგელოზო, ძაღლი მოგყვებოდა უკან, ალბათ გრძნობდა უბედურება გელოდა, არ მიგატოვა და თან გამოგყვა. ოი, უბედურო სიკვდილო, როგორ გაამწარე მთელი სოფელი. ასეთი ცოდვა კარგა ხანია არ დატრიალებულა, ყველა ტირის.
ღმერთო, მიეცი ძალა მშობლებს გაუძლონ ამ საშინელ ტკივილს. გვიყვარხარ, ზაალ, ნეტავ უფრო მეტად მოგფერებოდით სიცოცხლეში“, – წერს მარინე ცარციძე.
ზღვაში,ტალღები ხანდახან ნაპირს ცდება და ანგრევს ყველაფერს,მერე ზღვა ხვდება, რომ ვერსად გაიქცევა მაინც ამ ბინძურ დედამიწაზე. მინდა,გაქცევა მინდა ამ სამყაროდან სადაც არაფერი ნათელი არ დარჩა…უფალს ებარებოდე ჩემო ანგელოზო….????? ? – წერს ქეთი გახარია
პირველი გათენებული ღამე უშენოდ ზაალი. ნუთუ არ გესმოდა შენი დედის ხმა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გეძახდა მდინარის სანაპიროზე. ჩემი პროფესოლა ასე მოგმართავდი ხოლმე. გაიცინებდი და შემომხედავდი. ღმერთი მოახდენს სასწაულს და გიპოვნიან ცოცხალს და კვლავ დაუბრუნდები ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. ეს სურთი შენი ნებარდვით ყანაში გადაგიღე ჩემო პროფესორა.მიყვარხარ ზაალი და იმედი მაქვს ისე ჩაგიხუტებ და მოგეფერები. – წერს შორენა გახარია ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, მოზარდი 13 ივლისს დაიკარგა, როდესაც იგი საქონლის გადასარეკად მდინარის მეორე ნაპირზე ცდილობდა გადასვლას.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ შემთხვევის დროს 15 წლის ბიჭი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.