LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა უნდა გაითვალისწინოს დასავლეთმა ავღანური გამოცდილებით, რას წერს კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია.

დაპოსტა 2021/08/17-ში
112
ნახვა
გაზიარება

,,ავღანეთის ამბებმა და ტალიბანის მიერ სულ რაღაც თვეებში მთელი ქვეყნის კონტროლქვეშ მოქცევამ ყველა დააფიქრა იმაზე, რომ იდეა და მის გარშემო დარაზმულობა ყოველთვის დიდი ძალაა, სტიქიაა.

ის, რაც გარეშე ძალების ჩარევით შექმნილ ავღანურ სეკულარულ სახელმწიფოს არ გაააჩნდა, რომელიც თითქოს წვეთოვანზე იყო შეერთებული ამერიკული ჯარის იქ ყოფნისას თითქმის 20 წელიწადი და ბოლოს ეს წვეთოვანიც გადაუკეტეს, აღმოაჩნდა ტალიბანს.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ იდეის მონობა, და სულ ერთია რომელი იდეისა – ცამდე ამყვანის თუ ჯოჯოხეთამდე ჩამქვესკნელებლის – თავისუფლება არ არის.

თავისუფლება არის დიდ იდეებთან ისე თანაცხოვრება, მათი სუბსტანციის ინდივიდუალურ ქურაში ისე ფორმადქმნა, მათით ისე დამუხტვა და გაძლიერება, რომ ადამიანური ქმედების მყარი საყრდენი გახდეს.

კიდევ საქმე იმაშიცაა, რომ იდეა არ არის თავისუფლების ყველაზე გარეგანი, მატერიალური, ზოგჯერ ვულგარულობამდე და უაზრობამდე მისული აბსოლუტიზაციები.

და ეს სამწუხაროდ საკმაოდ ხშირად ჩვენი ცივილიზაციის ერთადერთი სავიზიტო ბარათია. ხოლო “რელიგიის” სახელით თუნდაც გაეროს ცნობილ დეკლარაციაში ჩამოყალიბებულ ადამიანის უფლებათა უწყალო განადგურება და ტირანია ხომ არანაირად არ არის.

მოდით, კონტრაპუნქტის წესებით შევხედოთ: ერთის მხრივ ცხადია, რომ არავინ უნდა იჩაგრებოდეს, არც არავინ უნდა ჩაგრავდეს ვინმეს.

სახელმწიფოს ორგანიზმში უნდა იყოს ურთიერთაღიარება, როგორც შინაგანი მშვიდობის ძირითადი საყრდენი; ხოლო იქ სადაც სამართლიანობა არ არის, ვერც თავისუფლება იარსებებს.

მეორეს მხრივ ნამდვილი თავისუფლება შექმნეს დიდი ფორმატის ხელოვანებმა როგორც უშუალოდ ხელოვნებათა, ისე სოციალ-პოლიტიკური ცხოვრების სფეროებში.

დასავლეთის ისტორია გასაოცარ აღლუმს გვთავაზობს ამ მხრივ. და ეს თავისუფლება საერთოდ არ არის კარიკატურული, ვულგარული, პრიმიტიული.

ეს არის თავისუფლება, რომელიც სამყაროს და ადამიანის, როგორც ღვთის ხატების რეალური, ფილოსოფიურად და მეცნიერული მეთოდოლოგიის მიხედვით შემეცნებული კანონების ცოდნაზე დგას, ამავე დროს მაღალი დონის მშვენიერების კულტივაციაა, კეთილი, ზნეობრივი საქმის ადამიანის მიერ სიხარულით აღსრულებაზეა აგებული.

“Freude schoener Goetterfunke, Tochter von Elisyum – (სიხარულო, მშვენიერო ნაპერწკალო ღმერთების, ელიზიუმის ასულო) აი ასე, როგორც ევროპის ჰიმნში შილერის ტექსტიდან პირდაპირ გადავიდა. აი ეს ყველაფერი მომავალში უნდა გაითვალისწინოს დასავლეთმა.”-წერს სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია.

გაზიარება45

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ამერიკელი არქიტექტორები იმყოფებოდნენ

იანვარი 13, 2026
210
მთავარი

  ,,როგორც ცნობილია, ქუთაისში მთავრობის გადაწყვეტილებით შენდება საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტის სასახლე. არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანიამ „დემარკმა“ პროექტში პარტნიორის სტატუსით ჩართო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტული ინფრასტრუქტურის საპროექტო ორგანიზაცია  Gensler,...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს ღამის 12 საათზე უნდა წაიკითხოთ

იანვარი 13, 2026
12.9k
მთავარი

13 იანვარს ძველით ახალი წელი აღინიშნება და სტუმრებს ყოველთვის ეპატიჟებიან. ამ დღეს დიდ ყურედღებას აქცევენ მეკვლეობას. ვინ შევა პირველი სახლის ზღუბრლზე. როგორ დალოცავს ოჯახს და ა.შ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჩვენვე წარმოვთქვათ...

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

იანვარი 13, 2026
221
მთავარი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის (ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ85-კმ104 მონაკვეთზე (ახალციხე-ვალე), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება...

დაწვრილებითDetails

სურსათზე მსოფლიო ფასები 4.3%-ით გაიზარდა – FAO

იანვარი 13, 2026
42
მთავარი

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) მონაცემებით, 2025 წელს სურსათზე გლობალური ფასები 4.3%-ით გაიზარდა, ხოლო დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, 0.6%-ით შემცირდა. ამის შესახებ FAO-ს ყოველთვიურ ანგარიშში წერია. კერძოდ, FAO-ს სასურსათო...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი, მხნედ არის – მის მიმართ მოპყრობა ნორმალურია, ისეთი, როგორიც სხვა ნებისმიერ მსჯავრდებულთან მიმართებით – ადვოკატი

იანვარი 13, 2026
92
მთავარი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი თავს მხნედ გრძნობს და მის მიმართ დამოკიდებულება არის ნორმალური. როგორც ადვოკატმა რუსთავის ციხეში ირაკლი ღარიბაშვილის მონახულების შემდეგ „ინტერპრესნიუსს“...

დაწვრილებითDetails

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

იანვარი 13, 2026
171
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ბრალდებული ალეკო ელისაშვილი. მის საქმეზე საგამოძიებო ვადა...

დაწვრილებითDetails

9 თვის მონაცემებით საქართველოში ავარიების შედეგად 345 ადამიანი დაიღუპა

იანვარი 13, 2026
51
მთავარი

საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკა კვლავ საგანგაშო სურათს აჩვენებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2025 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებში, ქვეყანაში 4 480 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების შედეგად 345...

დაწვრილებითDetails

დასტურდება, რომ ქართველია აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი

იანვარი 13, 2026
250
მთავარი

ატლანტის ოკეანეში აშშ-ის მიერ 7 იანვარს დაკავებულ ტანკერ BELLA 1-ის ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძეა - მეზღვაური ბათუმიდან. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მეზღვაურებმაც დაუდასტურეს. სავარაუდოდ, ტანკერზე კიდევ 5 ქართველია.  აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის – ლაშა ბერეკაშვილი

იანვარი 13, 2026
134
ეკონომიკა

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის - ამის შესახებ "ახალგაზრდა გიდები ასოციაცის" ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. „რატომ გამოვიდა ავიაკომპანია ვენიდან? - ეს არის მაღალი სატარიფო პოლიტიკა,...

დაწვრილებითDetails

Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან ვენის მიმართულებით ფრენები გააუქმა

იანვარი 13, 2026
97
მთავარი

Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით ფრენები სრულად გააუქმა. უკვე რამდენიმე დღეა, მომხმარებლები უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ვებგვერდზე აღნიშნული მარშრუტის ბილეთებს ვეღარ ყიდულობენ. კომპანიის ელექტრონული სისტემა ვიზიტორებს ალტერნატიულ მიმართულებად ბრატისლავას...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».