რა ტიპის ვირუსი ჰქონდა გარდაცვლილ ორსულ ქალს დღის ბოლოს იქნება ცნობილი – ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის პრესსამსახურის წარმომადგნელის გიორგი ნიორაძის თქმით ქალის ანალიზი თბილისში ლუგარის ლაბორატორიულ ცენტრში იყო გადაგზავნილი და მას კორონა ვირუსი არ დაუდგინდა.
”კორონავირუსი არ დადასტურდა, თუმცა რა ტიპის ვირუსი ჰქონდა გარდაცვლილს დაავადებათა კონტროლის ცენტრი შეგვატყობინებს დღის ბოლომდე”, – განაცხადა გიორგი ნიორაძემ.
33 წლის, 5 თქვის ორსული ქალი სოფელ პიპეთიდან 9 თებერვალს გარდაიცვალა. ის თავდაპირველად ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ კი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ქუთაისში გადმოიყვანეს.
მას ორი შვილი, ორი და ოთხი წლის მცირეწლოვანი დარჩა.