“ალბათ ახლა თავადვე ხედავთ, რეალურად ვინ ახდენს სამოქალაქო სექტორის სტიგმატიზებას”, – ასე ეხმიანება დეპუტატი ნინო წილოსანი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ორგანიზაცია “სირცხვილიას” კრიტიკას.
“ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს, განსაკუთრებით საინტერესო დონორებისთვის და უცხოელი აქტორებისთვის ..
ალბათ ახლა თავადვე ხედავთ, რეალურად ვინ ახდენს სამოქალაქო სექტორის სტიგმატიზებას და ვინ ასამართლებს საკუთარი რიგებიდან ადამიანებს და ორგანიზაციებს ვირტუალური დახვრეტით..
რა სირცხვილია!! როგორი ფაშიზმია”, – წერს ნინო წილოსანი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.
მოძრაობა “სირცხვილია“ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში ორგანიზაციის მიმართ კრიტიკის საგნად იქცა.