”დღეს მივიღე გერმანიდან გაფრთხილება მეგობრისგან რომელიც უშუალოდ კირონავირუსის კვლევებში იღებს მონაწილეობას მაშ ასე: ახალი კორონავირუსუსი პირველი ნიშნები ვლინდება ყელის მცირე ტკივილით, ყელის სიმშრალით და ცხვირის სიმშრალით, მშრალი ხველა, იგი საშიშია სიცივეში, სითბოში სუსტდება, მივიღოთ რაც შეიძლება მეტი ცხელი და თბილი წყალი, ცივისგან შევიკავოთ თავი, გარეთ ყოფნისას მაქსიმალურად არ შევეხოთ საზოგადოებრივ ნივთებს, ძალიან ხშირად დავიბანოთ საპნით ხელები, ტანსაცმელს შეუძლია 6-12 საათი შეინარჩუნოს ვირუსი რომელიც გვაცვია და მოხმარების შემდეგ თუ არ გავრეცხავთ გავფინოთ მზეზე. კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ: კორონა ვირუსი იწყება ყელის ტკივილით, მშრალი ხველით გრძელდება 3-4 დღე შემდეგ ვირუსი იხსნება ცხვირში და გადადის ფილტვებში ხოლო ფილტვებში 5-6 დღე ვითარდება პნევმონია მაღალი სიცხით, სუნთქვის გაძნელებით და თითქოს იძირებით წყალში, თავიდანვე აუცილებელია ექიმს ეჩვენოთ, მანამდე ყელის ტკივილის აღმოფხვრას შეეცადეთ მეტი ცხელი, თბილი წყალით და ბეტადინს გვირჩევენ გერმანელი ექიმები რომ დროულად მოხდეს ჩარევა ყელის ტკივილის დასაწყისშივე.” – წერს ჟურნალისტი ეკა ბობოხიძე თავის ფეისბუკზე.
მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით თითქმის 3 000 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა 80 ათას აღემატება.
რაც შეეხაბა საქართველოს, ის მწვანე ზონაში რჩება და ახალი კორონავირუსის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.