მამაკაცს, რომელსაც შეირაღებული თავდასხმა ბრალდება, პარლამენტში დეპუტატების შესვლას და სამი კანონის მიღებას ითხოვს.
“შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი. 1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში. 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, – აცხადებს თავდამსხმელი, რომელიც მძევლებთან საუბრობს იმაზე, ბანკის პროცენტის რა ოდენობა შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის მისაღები.
თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნიღბის გარეშეა შეჭრილი. შესაბამისად, შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება.