LIVE TV
კვირა, თებერვალი 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა პროეტები განხორციელდა და რამდენი ლარის დახარჯვა იგეგმება კიდევ იმერეთში ევროკავშირის მხარდაჭერით

დაპოსტა 2021/04/08-ში
90
ნახვა
გაზიარება

იმერეთში, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და საქართველოში ევროკავშირის ოფისის პროექტების განყოფილების უფროსი სიგრიდ ბრეტელი ადგილზე გაეცნენ.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში 5 პროექტი უკვე დაფინანსდა. კერძოდ, საჩხერეში ეწყობა რეკრეაციული ზონა, რეაბილიტაცია უტარდება ბიზნესის განვითარების და ტურიზმის მომსახურების ცენტრს ბაღადათში. ასევე, პროგრამის ფარგლებში ვანში უკვე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლაბაჯოურის უბნის საავტომობილო გზასა და საფეხმავლო ხიდს, ტყიბულში, სოფელ საწირეში მოეწყო საავტომობილო გზა, ხოლო სამტრედიაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა დასასვენებელ სკვერს.

ვიზიტის ფარგლებში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებთან ერთად, ის ლოკაციებიც დაათვალიერეს, რომელთა დაფინანსების შესახებ წინადადებები მუნიციპალიტეტებს წარდგენილი აქვს.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის დახმარება იმერეთის მხარისთვის. ჩვენ უკვე 2 200 000 ლარის პროექტები განვახორციელეთ. წელს ვგეგმავთ იმერეთში დაახლოებით 9 000 000 ლარის პროექტების განხორციელებას, რაც თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება“ – ზვიად შალამბერიძე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის თქმით, პროექტები რომლებიც უშუალოდ მუნიციპალიტეტების მიერ არის შერჩეული, მიმართული არის ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ – ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის წახალისებისთვის.

,,რეგიონალური განვითარების სფეროში ევროკავშირის 50-წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოყენებულია ადგილობრივი განვითარების ერთიან კონტექსტში განხილვის ინტეგრირებული მიდგომა და, ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესის თბილისიდან რეგიონულ დონეზე გადატანისა და საუკეთესო იდეების რეალიზებისათვის დაფინანსების მოსაპოვებლად მუნიციპალიტეტების ერთმანეთისთვის კონკურენციის ხელშეწყობა. ახლა ადგილზე ვეცნობით შედეგებს იმერეთში და აქ ნანახი ინიციატივები იმედისმომცემია. დიდი იმედით შევყურებ მომდევნო 2 წლის განმავლობაში სხვა ინიციატივების გაცნობას, რომელსაც აღნიშნული საგრანტო პროგრამა მხარს დაუჭერს“ – აღნიშნა სიგრიდ ბრეტელმა.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (EU4 Integrated Territorial Development Programme) მიზანია წინასწარ შერჩეულ საპილოტე რეგიონებში (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

2020-2022 წლებში საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით. საგრანტო პროგრამა მოიცავს საქართველოს ოთხ რეგიონს: კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროგრამის ბიუჯეტი 220 მილიონი ლარს შეადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის მიერ.

პროგრამის ფარგლებში საპილოტე რეგიონებში გასულ წელს 5 მილიონ ლარამდე ღირებულების 11 პროექტი დაფინანსდა, აქედან 5 პროექტი იმერეთში განხორციელდა.

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 7, 2026
18
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია პირველისა და ტაბულას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში,ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობას მიეძღვა

თებერვალი 7, 2026
19
მთავარი

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 130 წელი გავიდა. 7 თებერვალს წმინდანის ხსენების დღე აღინიშნება. წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ ქართველი...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით

თებერვალი 7, 2026
61
მთავარი

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად...

დაწვრილებითDetails

ამ ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარეს 3-ჯერ გაზრდით

თებერვალი 7, 2026
22
მთავარი

სახლში ინტერნეტის სიჩქარე რომ გაზარდოთ, რამდენიმე ხრიკი გამოიყენეთ. 1. სახლის ცენტრში დადეთ როუტერი, რომელიც Wi-Fi-ს ავრცელებს, ბინის ცენტრში უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ტალღები თანაბრად გადანაწილდება და სახლის ყველა კუთხეს მიწვდება...

დაწვრილებითDetails

სოფელ ნერგეეთში დატრიალებული ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

თებერვალი 7, 2026
2.5k
მთავარი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში დატრიალებული ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. ღამის პირველი საათი და 46 წუთი – სოფელ ნერგეეთში დრო სწორედ ამ წამიდან გაჩერდა. შუაღამით მოვარდნილმა მეწყერმა 9 ადამიანი, მათ შორის...

დაწვრილებითDetails

ცნობილია მოზარდის ვინაობა, რომელიც ბათუმში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

თებერვალი 7, 2026
302
მთავარი

ბათუმში, 6 თებერვალს ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 16 წლის მოზარდი,ალექსანდრე მამალაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ხიდიდან გადავარდა. წინასწარი ვერსიით, იგი შესაძლოა სატვირთო მატარებელს ან მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს...

დაწვრილებითDetails

ვის და რა შემთხვევაში შეუძლია საპენსიო დანაზოგის ნაადრევად გამოტანა

თებერვალი 7, 2026
26
მთავარი

ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.   კომუნისტების დროს მამას მამკოდის ფერდობზე სამსახურიდან აღებული ჰქონდა 600 კვმ მიწის ნაკვეთი. რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა...

დაწვრილებითDetails

300, 500 და 1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისთვის მატერიალური დახმარების პროგრამას აგრძელებს. პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადების თარიღისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია ბათუმში – 16 წლის ბიჭი ხიდიდან გადავარდა და დაიღუპა

თებერვალი 7, 2026
9
მთავარი

ბათუმში, ბონის ბაზართან მდებარე სარკინიგზო ხიდიდან 16 წლის ბიჭი გადავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოზარდი ხიდიდან ვარდნის შედეგად სარკინიგზო ხიდის ქვეშ მდებარე სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა...

დაწვრილებითDetails

ხადას ხეობაში ტურისტი ზვავმა ჩაიტანა

თებერვალი 7, 2026
90
მთავარი

ხადას ხეობაში ტურისტი ზვავმა ჩაიტანა. საბედნიეროდ ტურისტმა მაშველებთან დაკავშირება შეძლო. გუდაურის სამაშველო ჯგუფმა ადგილზე დროულად მისვლა შეძლო და ტურისტი უსაფრთხოდ ამოიყვანა.

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».