LIVE TV
სამშაბათი, ნოემბერი 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა პოლიტიკურ გარემოს მივიღებთ ერთპარტიული პარლამენტის პირობებში

დაპოსტა 2020/11/21-ში
338
ნახვა
გაზიარება

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. არჩევნებამდე გაერთიანებულმა ოპოზიციამ საკუთარ ამომრჩევლებს მოუწოდა, საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად არ წავიდნენ და პროტესტი ამ ფორმით გამოხატონ. ხელისუფლების ოპონენტები საპარლამენტო მანდატების მიღებაზეც უარს ამბობენ, ამიტომ არსებობს რეალური შანსი, რომ პარლამენტი დეპუატატებით მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დააკომპლექტოს.

რა სურათს მივიღებთ ერთპარტიული პარლამენტის პირობებში

როგორც პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, ერთპარტიული პარლამენტის შემთხვევაში, ქვეყანას დემოკრატიული იმიჯის შენარჩუნება გაუჭირდება.

„იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დააკომპლექტა, ძალიან ცუდ სურათს მივიღებთ. მსოფლიოში ეს ფაქტი იქნება აღქმული, როგორც ავტორიტარული რეჟიმის მიერ ქვეყნის მართვა.

„ქართულ ოცნებას“ გაუჭირდებათ ქვეყნის მართვა. თუ ყველა დაწერს გაცხადებას და უარს იტყვის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, პარლამენტში იქნება არა 150, არამედ 90 დეპუტატი, ეს იქნება ძალიან სკანდალური ვარიანტი. „ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, კონსტიტუციურად მართოს ქვეყანა, მაგრამ მისთვის პოლიტიკურად, მორალურად ქვეყნის ერთპარტიულად მართვა ძალიან დამამცირებელი იქნება“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

არის თუ არა სწორი პოლიტიკური სტრატეგია, როცა ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მანდატების მიღებაზე უარს ამბობს

ზაქარეიშვილის განცხადებით, იქცევა თუ არა კარგად ოპოზიცია, ამას დრო აჩვენებს.

„საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური აღმოჩნდა ფარსი, რადგან ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. შესაბამისად, არჩევნებზე ოპოზციის ამომრჩეველი არ მივა, ამას ემატება კორონავირუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე სრულად „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც არ მივა.

ოპოზიციას აქვს პოზიცია, რომ არჩევნები გაყალბდა. მათი შეფასებაა, რომ არ შეიძლება ეს ყველაფერი ხელისუფლებას შერჩეს. სწორია თუ არა ოპოზიციის ბოიკოტი, ამას ვნახავთ ხელახალ არჩევნებამდე. თუ შემდეგი არჩევნები ჩატარდება ერთი წლის ფარგლებში, ოპოზიციის სტრატეგია სწორი იქნება. თუ 2024 წლამდე მივიდა არჩევნები, მაშინ გამოვა, რომ ოპოზიციის სტრატეგია იყო მცდარი“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

„ქართული ოცნების” დეპუტატი ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის არყოფნით პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მხრივ, არაფერი დააკლდება.

„ყველა გზა პარლამენტზე გადის, ერთპარტიული პარლამენტი უსიამოვნოა, არ ვარგა იმ ქვეყნისთვის, რომელმაც ასეთი გამოწვევები გაიარა, დემოკრატიის გზაზე დგას, თავისუფლება მოპოვებული აქვს და ამას კბილებით ინარჩუნებს, განვითარების რეჟიმშია. თუმცა პარლამენტმა უამრავი კანონი ოპოზიციის გარეშე მიიღო, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა. პარლამენტმა სასიცოცხლო ფუნქციის განხორციელება ოპოზიციის გარეშე მოახერხა, თუმცა მაინც იქმნება უხერხულობა. პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა ნიშნავს, ამომრჩევლისთვის ზურგის შექცევასა და საქართველოს წარმატებულ მომავალზე უარის თქმას”,- განაცხადა კახაძემ.

 

ინფორმაციისთვის, დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარეობს. არჩევნებში გამარჯვებული ის კანდიდატი იქნება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

 

წყარო: პრაიმტაიმი

გაზიარება135

დაკავშირებული -პოსტები

მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ნოემბერი 11, 2025
236
მთავარი

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 10 ნოემბრიდან B კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის არაგეგმური გამოცდის დაჯავშნა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 10...

დაწვრილებითDetails

ბაზრის სიახლოვეს, რამდენიმე ოჯახის ჯიხური დაიწვა

ნოემბერი 11, 2025
27
მთავარი

ჩხოროწყუში, ბაზრის სიახლოვეს, რამდენიმე ოჯახის ჯიხური დაიწვა. ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. „მთელი ქონება დაეწვათ და მძიმე მდგომარეობა შეექმნა რამდენიმე ოჯახს“,-წერენ კომენტარში სადაც ხანძრის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ნოემბერი 11, 2025
14
მთავარი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჟურნალის მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. ხმაური იყო სასამართლოსთან. კერძოდ, მზია ამაღლობელის გულშემატკივრებსა და მანდატურის წარმომადგენლებს შორის კამათი იყო. მზია ამაღლობელის კოლეგებსა და გულშემატკივრებს ეზოში შესვლის და სხდომაზე...

დაწვრილებითDetails

სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა – ჩხარის პირველი საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაცია ავრცელებს

ნოემბერი 11, 2025
243
მთავარი

ჩხარის პირველი საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაცია ავრცელებს. „ყველაზე კეთილი, თბილი, უბოროტო და მოუსვენარი ბიჭი დაკარგა ჩვენმა სკოლამ. რა რთულია ამ დროს, სათანადო სიტყვებს მოუყარო თავი და როგორი მძიმეა რეალობისთვის თვალის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს

ნოემბერი 11, 2025
19
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა:...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს

ნოემბერი 11, 2025
59
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე,...

დაწვრილებითDetails

“ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა” – ყვარლის მერის მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

ნოემბერი 11, 2025
66
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გივი ზაუტაშვილს, მის ძმას ნიკა ზაუტაშვილსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ლევან გელაძეს შორის მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე სამივე პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა

ნოემბერი 11, 2025
28
მთავარი

კინორეჟისორი, ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქართული ტელევიზიისა და კინემატოგრაფიისთვის. ელდარ მდინარაძემ დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1973 წელს და შოთა...

დაწვრილებითDetails

გურჯაანის ერთ-ერთ სკოლაში მუნი დაფიქსირდა

ნოემბერი 11, 2025
6
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუნის ორი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადება ერთ-ერთი საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს გაუჩნდა. მოზარდები ერთი ოჯახის წევრები არიან. ექიმ-ეპიდემიოლოგ ნონა ჯადუგიშვილის განმარტებით, სკოლებში საუბრები და დეზინფექცია უკვე  ჩატარებულია, მოსწავლეები კი...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ 283 ძირი „კანაფი“ და 3 კილოგრამამდე „მარიხუანა“ ამოიღო

ნოემბერი 11, 2025
6
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს. მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვაში,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».