ცოტა ხნის წინ საკარანტინო სივრცეში 29 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
„ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ქალაქ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
https://www.facebook.com/PrimeTimeMagazine/videos/3321664841261810