ვიზალიბერალოზაციის 5 წლისთავთან დაკავშირებით რომი-ქუთაისი-რომის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა. 28 მარტიდან რეისებს კვირაში ორჯერ ავიაკომპანია Wizz air ასრულებს.
აეროპორტში გამართულ ღონისძიებას ქუთაისის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციული საჩუქრებიც დაურიგდათ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს აეროპორტებიდან ერთადერთია, სადაც იტალიის დედაქალაქში პირდაპირი საჰაერო გზით არის მოხვედრა შესაძლებელი.