COVID-19-სგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა ჰაერში აზოტის დიოქსიდის დონეს პირდაპირ უკავშირდებოდეს – ასეთ დასკვნამდე გერმანიის ქალაქ ჰალეში მდებარე მარტინ ლუთერის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერი მივიდა. კვლევის თანახმად, იმ რეგიონებში, სადაც ჰაერი დაბინძურებულია, ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება.
ისრაელელმა მეცნიერმა იარონ ოგენმა, რომელიც ამჟამად გერმანიაში მუშაობს, თანამგზავრით გადაღებული კადრები იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში ინფექციით გარდაცვლილების მონაცემებს შეადარა.
როგორც გაირკვა, კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი იმ ადგილებში გარდაიცვალა, სადაც ჰაერში აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი მაღალია. კვლევის თანახმად, ასეთი რეგიონები აღმოჩნდა ჩრდილოეთ იტალია, მადრიდი და უხანი.რა