რა თქმა უნდა, ეს დამაჯერებელი გამარჯვებაა. 48%-ის მოპოვება, ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამას გულწრფელად გეუბნებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც დაინტერესდნენ, მოახდინა თუ არა გავლენა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ საქართველოში მხარდამჭერების მობილიზაციაზე.
„შედეგი სახეზეა – 48% აიღო „ქართულმა ოცნებამ“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. ფაქტობრივად, ყველა იმ ოლქში, სადაც მეორე ტური გაიმართება, „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზეა.
მხოლოდ რამდენიმე ოლქია, სადაც „ქართული ოცნება“ მეორე ადგილზეა. თუმცა, მეორე ტურები უნდა გაიმართოს და დაველოდოთ საბოლოო შედეგებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.