რუსეთში აწყობენ თვითმფრინავს, რომელიც ქვეყანას ბირთვული ომის შემთხვევაში შეიარაღებული ძალებს მართვაში დაეხმარება.
ინფორმაციას РИА НОВОСТИ ავრცელებს.
საჰაერო ხომალდის რადიოკომპლექსი საშუალებას იძლევა ბრძანებები გაიცეს შეიარაღებულ ძალებისთვის, მათ შორის სტრატეგიულ ავიაციისთვის, წყალქვეშა ნავებისთვის – სტრატეგიული ბიურთვული იარაღის მატარებლებისთვის 6 ათასი კილომეტრის რადიუსში.
ასეთი ტიპის თვითმფრინავები, სახმელეთო და სატელიტური ინფრასტრუქტურის განადგურების შემთხვევაში, სახელმწიფოს უმაღლესი რანგის წარმომადგენლების ევაკუაციისა და შეიარაღებებული ძალების მართვისა და კონტროლისთვის გამოიყენება.
გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავის აწყობა, ვორონეჟში, „Ил-96-400М“ ბაზაზე მიმდინარეობს. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განცხადებით, შეიარაღებული ძალები 2 ასეთ თვითმფრინავს მიიღს.
პროექტის სახელწოდებაა „Звено-3С“.
ცნობისთვის, მსგავს საჰაერო სამართავ პუნქტს აშშ-ც ფლობს.