2022 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი, ავსტრალიის ღია პირველობა უკვე დაწყებულია. ჩვენთვის სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრძოლას უკვე გამოეთიშა.
ქართველი ჩოგბურთელი კვლავ ენდი მარეის დაუპირისპირდა, რომელთანაც საოცარ დრამატულ და ხანგრძლივ, ხუთსეტიან ბრძოლაში 1:6, 6:3, 4:6, 7:6(5), 4:6. დამარცხდა.
ცნობილი გახდა, თუ რა თანხა გამოიმუშავა 29-წლის ჩოგბურთელმა ავსტრალიის დიდი სლემის პირველ ეტაპზე მონაწილეობით. ადრეული მარცხის მიუხედავად, ბასილას ანგარიში მაინც სოლიდური თანხით შეივსო.
საუბარია 103 ათასი ავსტრალიური დოლარის შესახებ, რაც დაახლოებით 74 ათასი დოლარის ექვივალენტია. ველით ქართველ ჩოგბურთელს შემდეგ დიდ ტურნირზე.