„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია დღეს ზუსტი პროგნოზის გაკეთება რა იქნება 1 ან 2 კვირაში, ამიტომ უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას. სწორედ ამიტომ შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშრებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომაროებას. ეს იქნება ის ხაზი, რომლითაც გვექნება პირდაპირი კავშირი ჩვენს მოქალაქეებთან.
განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.
პრემიერის განმარტებით, სატელეფონო ხაზით სარგებლობა უფასო იქნება და მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ.