ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა, წინასაარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა – ეს ის დარღვევებია, რომლების „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” ქუთაისში 2020 წლის საპრლამენტო არჩვენების წინა პერიოდში გამოავლინა. ორგანიზაციამ მონიტორინგის IV შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ:
V. ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა
ქუთაისი
19 სექტემბერს, „ქართული მარშის“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა, „ლელოს“ ქუთაისის
ოფისთან აქცია გამართეს, რომლის მიზანი პარტიის დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელი
პირების დისკრედიტაცია იყო. აქციაზე სიძულვილის ენის შემცველი შეძახილებით
გამოირჩეოდნენ, რომელიც მიემართებოდა „ლელოს“ ლიდერებს.VII. წინასაარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა
ქუთაისი
18 სექტემბერს, ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში გაიმართა „ქართული ოცნების“
მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენა. შეხვედრას ესწრებოდნენ
სასულიერო პირები, მათ შორის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე
გამრეკელი.
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
ქუთაისი
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ქუთაისში, ოთარ კახიძემ,
წარადგინა საარჩევნო კამპანიის წარმოების მისეული ხედვა, რაც მოიცავს: მასტერკლასების,
ტრენინგ კურსების ჩატარებას სხვადასხვა თემებზე. კახიძის თქმით, ტრენერები იქნებიან
სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალები, რომლებიც, მის საარჩევნო კამპანიაში ამ მხრივ მოახდენენ დონაციას. იგი უფასო იურიდიულ კონსულტაციებს პირდება ქუთაისის მაცხოვრებლებს კვირის მანძილზე სპეციალურად გამოყოფილ დღეებსა და საათებში. დამკვირვებლის კითხვაზე, მოხდება თუ არა მოწოდება მის არჩევასთან დაკავშირებით აღნიშნული კონსულტაციების სანაცვლოდ, უპასუხა დიახ – იგი ყველა მის ოფისში შემომსვლელს
მოუწოდებს მხარდაჭერისკენ.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” საქართველოს
პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს
1 ივნისიდან ახორციელებს. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების
საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროკავშირის მხარდაჭერით.
წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში მოიცავს 2020 წლის
6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას,
რომლის განვითარება 6 სექტემბრამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც
მიმდინარეობდა ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.
ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდოდ,
პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 7; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით
განხორციელებული ზეწოლა/მუქარის – 24; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის – 8;
სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების -1; ადმინისტრაციული
რესურსის სავარაუდო გამოყენების – 13; არაუფლებამისილი პირების საარჩევნო კამპანიაში
მონაწილეობის – 8; სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები ოცამდე
მუნიციპალიტეტსა და თბილისის რაიონებში.