ქუთაისში, რუსთაველის ხიდთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ”მეგა ტვ”-სთვის გახდა ცნობილი 65 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა. ის ხიდთან სკამზე იჯდა რა დროსაც გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, სასწრაფო და საპატრულო პოლიცია დროულად მოვიდა, თუმცა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორც ”მეგა ტვ”-ისთვის გახდა ცნობიკი 65 წლამდე მამაკაცი ნიკეას ბაზრობაზე მუშაობდა.
შსს-ის ინფორმაციით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მამაკაცის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.









