ქუთაისელი ემიგრანტის, გიორგი გიორგობიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციით 32 წლის გიორგი გიორგობიანი, უკანონო საზღვრის კვეთის დროს, გულის შეტევით დაიღუპა. ახალგაზრდა ბიჭი ისრაელში მიდიოდა.
გარდაცვლილის ცხედარი ამ დრომდე არ ჩამოუსვენებიათ.
დაღუპულის ცხედრის გადმოსვენების პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტროა ჩართული.
ცნობისთვის, ისრაელში, საზღვრის კვეთის დროს, ძლიერი სიცხის შედეგად კიდევ ერთი ქართველი ბიჭი დაიღუპა. ახალგაზრდა მამაკაცი საზღვარგარეთ საცოლესთან მიდიოდა.