LIVE TV
ხუთშაბათი, ივნისი 30, 2022
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

რა გაცინებთ? თავი დაიმცირეთ, ყველაზე ბედნიერები იყვნენ ლავროვი, პუტინი – ვინ როგორ მიმართა პრემიერს პარლამენტის სხდომაზე

დაპოსტა 2022/06/23-ში
გაზიარება

გუშინ პარლამენტში საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უსმენდნენ. სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. არაერთი შეურაცხმყოფელი რეპლები გააკეთა თავად პრემიერმა ტრიბუნიდან,რის გამოც მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. პრემიერს გამოსვლის შემდეგ სიტყვით დეპუტატებმა მიმართეს. მათი გამოსვლები მწვავე და კრიტიკული იყო.

„მე პირადად, ერთი ადამიანი და ჩემთან ერთად ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, მათ შორის ის, ვინც საქართველოს მომავალს უყურებს პერსპექტივით ევროპაში, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ევტუშენკოვს ეჭუკჭუკება, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ოლიგარქი და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ერევა ინსტიტუტების საქმიანობაში, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც განკარგავს ამ ადამიანებს, რომლებიც ამ ლოჟაში სხედან [პრემიერი და მთავრობის წევრები], ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მოხვდა ევროპარლამენტის რეკომენდაციაში, რომ დასანქცირდეს. გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში არასდროს აღარ იყოს ერთპიროვნული მმართველობა. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პირველ რიგში თქვენს შვილებს, ჩემს შვილებს, ჩემი მეგობრის შვილებს და ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, ვინც გარეთ არის, არასდროს მოუწიოს ევროპული მომავლის დაცვა მეორედ. ამიტომ, ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, ძმებო, დებო, შვილებო, სტუდენტებო, ყველას, ვინც ვიყავით 20 ივნისს, უნდა გესმოდეთ, რომ ამ ადამიანების საუბარს აზრი არ აქვს. აზრი აქვს იმას, რასაც თქვენ იტყვით, როდესაც გამოხვალთ და საქართველოს ევროპულ მომავალს დაიცავთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

საერთოდ რა გაცინებთ? ერთი ღატაკი, გაუბედურებული ქვეყნის პრემიერი ხართ – როდესაც პრემიერის საეტაპო სიტყვა იწყება ისე, რომ ჩვენი სიძულვილით ხართ განმსჭვალული, არ შეიძლება პრემიერი გერქვათ, თქვენ ქვეყანას დაღუპავთ , – ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

 

თქვენ დღეს თავი დაიმცირეთ და ანახეთ საზოგადოებას, რომ ხართ ძალიან სუსტი და პოლიტიკურად ხეიბარი პრემიერ-მინისტრი! პოლიტიკური ინტუიცია მკარნახობს, რომ საქართველოს პარლამენტში, დღეს, აი ამ ტრიბუნაზე, თქვენი პრემიერ-მინისტრის სტატუსით ალბათ ბოლო გამოსვლა იყო, – ასე შეაფასა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა შალვა კერესელიძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა.

 

„ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთთან ომში მყოფ ქართველ მებრძოლებს „დაქირავებული“ უწოდა.

„ბატონო პრემიერო, იცით ვინ არიან ეს ადამიანები? ისინი დაქირავებული ადამიანები არ ყოფილან. ეს ადამიანები, გათავისებული თავისი შეგნებით წავიდნენ იქ და იბრძოდნენ არა მარტო უკრაინის თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაც. სწორედ ამ ადამიანების პატივისცემის ვალდებულება გააჩნია თითოეულ ჩვენგანს. თქვენ მათ დღეს „დაქირავებული ადამიანები“ უწოდეთ. ამ ადამიანების უმეტესობა 2008 წლის გმირია, მათი უმრავლესობა საქართველოს თავისუფლებისთვის ძალიან ბევრი ომის მონაწილეა. ახლა მინდა ყველას მოგიწოდოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა ბოტკოველმა.

 

„დღეს აქ დაგიდეთ ის 13 პუნქტი, რომელსაც ევროკავშირი თქვენ გისახავთ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არცერთი სიტყვა არ გითქვამთ. რაც ყველაზე სამწუხაროა, სიმართლე არის ის, რომ ევროკავშირი არ გინდათ. სიმართლე არის ის, რომ ამ თვეების განმავლობაში ყველაფერი გააკეთეთ, რომ ევროკავშირს უარი ეთქვა; სიმართლე არის ის, რომ ევროპელ პარტნიორებს ესხმოდით თავს, რათა მათ უარი ეთქვათ საქართველოსთვის ევროინტეგრაციაზე; მიზანმიმართულად ისეთ კანონებს იხილავდით პარლამენტში დაჩქარებული წესით, რომ ევროკავშირს უარი ეთქვა; აკავებდით ადამიანებს იმისთვის, რომ ევროკავშირს უარი ეთქვა საქართველოსთვის და რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი გეოგრაფიას დააბრალეთ.

ბატონო ირაკლი და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებო – ეს გეგმა, ეს შეთქმულება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ვერ შესრულდება, კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ. იმის გარანტი, რომ ეს შეთქმულება ვერ შესრულდება, არის ის 100 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შეიკრიბა, ასევე ის ათასობით ადამიანი, რომელიც 24 ივნისს გამოვა ქუჩაში და გაგცემთ პასუხს – გაგცემთ პასუხს იმ ღვარძლსა და სიძულვილის ენაზე, რაც დღეს პარლამენტში იყო“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

თქვენ, ბატონო პრემიერო, გაქვთ შანსი თქვენს თანაგუნდელებთან ერთად, რომ შექმნათ მყარი გარანტიები სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის და თუ ამას ვერ შეძლებთ, იცოდეთ, რომ თქვენ მოგიწევთ ხელისუფლების დატოვება არჩევნების გარეშე – იცოდეთ, რომ ამოიწურება თქვენი დრო პოლიტიკაში. ქართულ პოლიტიკაში „ოცნების“ დრო იწურება. ვადაგასული პოლიტიკის დრო საქართველოში უნდა დასრულდეს, რადგან ვადაგასული ყველაფერი არის სახიფათო, – ასე მიმართა უფრაქციო პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ყოველწლიური მოხსენება წარადგინა.

დეპუტატის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ ყველა დამნაშავეა მის გარდა, რასაც არაადეკვატურობა ჰქვია.

„ჩვენი წინაპრები, ათეულობით მილიონი ქართველი რასაც შეეწირა, რომ ვყოფილიყავით დიდი ქრისტიანული და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ამას უარს ვეუბნებით. ვამბობთ, რომ გვირჩევნია ერთმანეთი ვლანძღოთ, ვთათხოთ, ზიზღი ვაფრქვიოთ ერთმანეთის წინააღმდეგ და ამით გაახაროთ არა ჩვენი მეგობრები ევროპაში, არამედ რუსები. ალბათ, დღეს ყველაზე ბედნიერები იყვნენ ლავროვი, პუტინი, მარია ზახაროვა და სხვები, რომ ზუსტად ის ხალხია, არანაირი დასკვნის გამოტანა არ შეუძლია, მარტო ერთმანეთის საჯიჯგნად არიან მაგრებიო. დღეს განმიმტკიცდა ის აზრი, რაც სულ მაქვს, რომ ქართული საზოგადოება 10 ათასი თავით გვჯობია ყველას ერთად აღებულ მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და ყველა პოლიტიკოსს. ქართულ საზოგადოებას ზუსტად ესმის, რას ეუბნებიან ევროპიდან. ქართული საზოგადოება მზად არის, რომ პოლარიზაცია დაასრულოს, დაასრულა კიდეც 20 ივნისს. ათასნაირი ხალხი იქ, ყველა სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერი ან ისეთებიც იყვნენ, დასანახად რომ ვერ გვიტანენ პოლიტიკოსებს და პარტიებს, მაგრამ ყველა გვერდი-გვერდ იდგა“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია ქალის ვინაობა, რომელიც მოხუცებს აბრუებდა და ძარცვავდა

ივნისი 30, 2022
101
A motorcyclist police officer escorts and guards the police van carrying Army Captain Nicholas Metaxas from the court to the Cypriot central prison in capital Nicosia, Cyprus, Monday, June 24, 2019.  A Cypriot army captain on Monday tearfully apologized to the families of seven foreign women and girls for the "unjust pain" he has caused them after pleading guilty to a dozen charges of premeditated murder and kidnapping.  (AP Photo/Petros Karadjias)
მთავარი

მოხუცების მომვლელად წლების წინ წასული ქართველი ქალი ათენში ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ის საბერძნეთში მომვლელად 16 წელი მუშაობდა. ქალი ძარცვის რამდენიმე ეპიზოდშია მხილებული. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ათენში ეძებდა მომვლელის ვაკანსიებს,...

დაწვრილებით

“წყალტუბოს ახალი სიცოცხლე” – როდის განხორციელდება დაპირებული გეგმა

ივნისი 30, 2022
44
მთავარი

"წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" – კურორტის განახლების გეგმას მთავრობა ივლისის პირველ ნახევარში წარადგენს. ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ღონისძიების ორგანიზებისთვის ქონების ეროვნული სააგენტო 180 ათას ლარიან გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. ამ ღონისძიებაზე პოტენციური...

დაწვრილებით

მაგთი კვლავ ზრდის ტარიფებს – ნახეთ რა დაგიჯდებათ მომსახურება

ივნისი 30, 2022
255
მთავარი

მაგთის აბონენტებმა სატარიფო ცვლილების შესახებ სატელეფონო შეტყობინება მიიღეს.  კომპანიის  ოფიციალური  ვებ-გვერდის ინფორმაციით,  მომხმარებლებს  ზოგიერთ მომსახურეობაზე ტარიფები  უძვირდებათ, გარდა ამისა ივლება პაკეტებიც. ცვლილბები შეეხო როგორც მობილურ, ასევე ფიქსირებული ინტერნეტს და სატელევიზიო...

დაწვრილებით

აქვს ტვინის შერყევა და ნაკერები თავზე – რას ამბობს ბიჭის დედა, რომელიც საყურის გამო სცემეს

ივნისი 30, 2022
37
მთავარი

თბილისში, თემქაზე 24 წლის ბიჭს საყურის ტარების გამო სასტიკად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, 24 წლის ბიჭს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოში იმყოფება. ის კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს....

დაწვრილებით

სად არის მოძრაობა სრულიად აკრძალული

ივნისი 30, 2022
14
მთავარი

აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მომატებული ბზარების და ქვისცვენის გამო, არსებობს გზის სავალი...

დაწვრილებით

ამერიკის ელჩი საქართველოში ჯიემპიპის პროგრამაში მონაწილე მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ივნისი 30, 2022
12
მთავარი

https://www.youtube.com/watch?v=-TaLTnApkII მედია პარტნიორობის პროგრამის მონაწილეებმა ჯი ემ პი პი პროგრამის მრავალწლიანი მუშაობა შეაჯამეს. მედია პატნიორობის პროგრამის ფარგლებში, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერითა და ,,აირექსის“ ორგანიზებით ათობით ტელევიზიის რადიოსა და ონლაინ მედიის წარმომადგენელთა...

დაწვრილებით

მამაკაცს 10 დღეა უშედეგოდ ეძებენ

ივნისი 30, 2022
52
მთავარი

ახლობლები დავით ყურავას რამდენიმე დღეა უშედეგოდ ეძებენ. ისინი საზოგადოებას თხოვნით მიმართავენ: „გთხოვთ გააზიარეთ დაიკარგა... 19 ივნისს სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა, 20 ივნისის შემდეგ კი სატელეფონო კავშირიც გაწყდა. უკვე რამდენიმე...

დაწვრილებით

დარწმუნებული ვართ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს – ,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების ერთობლივი განცხადება

ივნისი 30, 2022
24
მთავარი

დარწმუნებული ვართ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების, მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარის და დიმიტრი ხუნდაძის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული....

დაწვრილებით

რა გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგუს სასამართლომ ბაჩო ახალაიას საჩივრებზე

ივნისი 30, 2022
37
მთავარი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა განჩინება საქმეზე – „ახალაია საქართველოს წინააღმდეგ" და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროპული სასამართლოს შეფასებით,...

დაწვრილებით

ქადაგებებში შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ჰქონდა ადგილი – საპატრიარქოს განცხადება

ივნისი 30, 2022
16
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: "ბოლო დღეებში რამდენიმე სასულიერო პირის ქადაგებამ, რომლითაც მათ შეაფასეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II -ის ლოცვა-კურთხევით სამების საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდის საკონცერტო გამოსვლა ვატიკანში და საპატრიარქოს...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
COVID-19

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა  აღდგება

სექტემბერი 7, 2021
79
მთავარი

შსს-მ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის სტუმრებიდან 32 პირი დააჯარიმა

აპრილი 1, 2021
190
ვიდეო

“გვეშინია ამ გადასასვლელით სარგებლობა” – გამარჯვების მოედანზე მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ოქტომბერი 28, 2019
206





+12









No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!