LIVE TV
ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა განცხადებები და შეფასებები გაკეთდა აშშ-ში საქართველოს საკითხზე მსჯელობისას

დაპოსტა 2021/03/24-ში
85
ნახვა
გაზიარება

აშშ-ში საქართველოს საკითხებზე იმსჯელეს. სენატორებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რუსეთის გავლენა, ოლიგარქიული მმართველობა, სასამართლო სისტემა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

„დღევანდელი განხილვის მიზანია, რომ მოვისმინოთ ამჟამად არსებული ვითარება საქართველოში, რათა უკეთ გავიგოთ, როგორ შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს, მხარი დაუჭიროს არსებული პოლიტიკური ჩიხიდან დემოკრატიულ გამოსავალს. საქართველომ გაიარა გრძელი გზა დროის შედარებით მოკლე პერიოდში, რაზეც, ვფიქრობ, რომ ყველა ვთანხმდებით. ის მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუტების დანერგვასა და გაძლიერებაზე, გზა ყოველთვის სწორი არ იყო, მაგრამ საერთო ტრაექტორია ნამდვილად პოზიტიური იყო. მე მქონდა პატივი საქართველოში ჩავსულიყავი სენატორ რიშთან ერთად 2012 წელს, რათა დავკვირვებოდი მათ არჩევნებს, როდესაც „ქართული ოცნება“ გახდა მმართველი პარტია. არჩევნები აღსანიშნავი იყო ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემით, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და ამ არჩევნების შემდეგ, საქართველოში დემოკრატია ზოგადად გაძლიერდა და გაღრმავდა. საქართველომ, ასევე, გამოხატა მისი სურვილი, რომ შეუერთდეს ევროპულ საზოგადოებას, მან განამტკიცა მისი სურვილი, რომ გახდეს ნატო-ს წევრი, რასაც მე მხარს ვუჭერდი და ვაგრძელებ მხარდაჭერას. და ეს არის სწორედ ის გზა, რომელიც ჩვენ გვსურს ახალი დემოკრატიებისთვის და ამას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა სენატში. მაგრამ, სამწუხაეროდ, ვითარება საქართველოში არის კრიტიკული, რომლის გადაწყვეტაც ან დაუბრუნებს საქართველოს დემოკრატიულ გზას ან გაანადგურებს ქვეყნის მიერ წლების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას. ეუთო-ს ანგარიშის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო, ვციტირებ: „ კონკურენტული და ეფექტურად ადმინისტრირებული, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებისა“. ის ასევე ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმის საჭიროებას, რაც ვთხოვე მე საქართველოს მთავრობას, რომ მიზანმიმართულად გაეტარებინა. საკმარისი არ არის ჩაატარო არჩევნები, რომლებიც აკმაყოფილებს ლეგიტიმურობის ზღვარს, დემოკრატიულ არჩევნებს უნდა ჰქონდეს მყარი მექანიზმები, რათა გადაწყვიტოს უთანხმოება, მექანიზმები, რომლებიც მიჩნეულია სამართლიანად დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის მიერ“, – განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

მისივე თქმით საქართველოში არსებული ვითარებით ერთადერთი მხარე იმარჯვებს და ეს არის რუსეთი, ის სარგებლობს არსებული უწესრიგობითა და ქაოსით და ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციის წევრები არიან საპატიმროში, ეს არის რუსეთის გამარჯვება, ყოველი დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია არის ზიანი საქართველოს მოსახლეობისთვის და გამარჯვება რუსეთისთვის.

”საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი შემაშფოთებელია. ეუთომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური შეაფასა, როგორც კონკურენტული, სადაც ფუნდამენტური თავისუფლება დაცული იყო, თუმცა მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ბუნდოვანმა ზღვარმა, პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა.

სამწუხაროდ, ოპოზიციის უმეტესმა ნაწილმა, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა,“- აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

მან ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მელიას დაკავებამ კრიზისი კიდევ უფრო დაძაბა.

„ოპოზიციის ლიდერის, მელიას დაკავებამ კრიზისი კიდევ უფრო გააძლიერა. მელიას დაპატიმრება ქართული დემოკრატიისთვის უკანგადადგმული ნაბიჯი იყო“, – აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ სიტუაციის დეესკალაცია ვერ მოახერხეს.

„საქართველო ცდილობს თავი დააღწიოს კორუფციულ მემკვიდრეობას და უბრალოდ ცდილობს თავი დააღწიოს რუსეთის გავლენებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტია -ოპოზიცია და მმართველი პარტია შეთანხმდეს და გაიაზროს, რომ ეს მათ საუკეთესო ინტერესშია, ყველას საუკეთესო ინტერესშია, საქართველოს ინტერესშია, რომ დასრულდეს ეს დაპირისპირება და ქვეყანა დაუბრუნდეს მმართველობის მძიმე შრომას, დემოკრატიულობის მძიმე შრომას. საქართველო ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითია რეგიონში“, – განაცხადა სენატორმა ჯონსონმა.

„მმართველი პარტიის კონცენტრირება ძალაუფლებაზე, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და სამოქალაქო საზოგადობაზე ზეწოლა ძირს უთხრის ქართველების ნდობას საკუთარი დემოკრატიის მიმართ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ კარა მაკდონალდმა. რაც, მისი თქმით, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს.

მან ასევე აღნიშნა:

”მე ვფიქრობ, ჩვენ დავინახეთ გამოკითხვის შედეგებით, რაზე ფიქრობენ და ზრუნავენ ქართველები და ეს არის სამუშაო ადგილები, შემოსავალი, უმუშევრობა, კოვიდპანდემია, სიღარიბე, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს მმართველობის პროცესს და საარჩევნო რეფორმა უნდა განხორციელდეს.

მისივე თქმით, ორივე მხარე უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა სწრაფად წავიდნენ წინ ინკლუზიური გზით საარჩევნო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით.

მაკდონალდმა სასამართლო სისტემაზეც ისაუბრა:

”

„მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული პრობლემები, რომლებიც ვნახეთ სასამართლო სისტემაში არის მაგალითად ის, რომ მოსამართლეების უმაღლეს საბჭოს, რომელიც გავლენას ახდენს სხვა მოსამართლეებზე, დისციპლინარული და დაწინაურების სისტემების გამოყენებით, მას კლანად მოიხსენებენ“, -აღნიშნა კარა მაკდონალდმა.

მისივე თქმით, “პატივსაცემი ლიდერების მიმართ მმართველი პარტიის მნიშვნელოვნად გაუარესებული მოპყრობითა და ეროვნული მედიის მზარდი პოლარიზაციით საქართველოს ზიანი ადგება”.- განაცხადა მაკდონალდნა.

ის, რაც ახლა ხდება, არის ოლიგარქის გავლენის გაზრდა სასამართლო სისტემაზე, მედიაზე და დიდწილად პოლიტიკურ პროცესებზე, – ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა სენატში, საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, უკანასკნელ წლებში ხედავენ, რომ “საქართველო განიცდის დემოკრატიის უკუსვლას”.

მისივე თქმით, კონფლიქტი საქართველოს ვნებს და კარს უხსნის მხოლოდ რუსეთს.

“პასუხისმგებლობა არსებულ კრიზისზე, რომლის წინაშეც საქართველოა, მოდის რამდენიმეწლიანი გაზრდილი დაძაბულობისა და ჩავარდნილი რეფორმების კულმინაციაზე, რაც მჯერა, რომ ნაწილდება ყველა მხარეზე. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაიაზრონ მათი მოვალეობა ქვეყნის წინაშე და დაძლიონ ეს უთანხმოება. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ატარებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რათა გამოიყვანოს საქართველო ამ კრიზისიდან, ეს კონფლიქტი მხოლოდ ვნებს ქვეყანას და მის ხალხს და უხსნის კარებს რუსეთს.” – განაცხადა ჯიმ რიშმა.

 

ბატონმა მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები, მოიხსნა ელექტრონული სამაჯური, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯორჯ კენტმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა სენატორ ჯინ შაჰინის შეკითხვას, სჭირდებოდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მისი გათავისუფლება იმისთვის, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს.

„კანონის უზენაესობას ყველა ქართველმა ლიდერმა პატივი უნდა სცეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში უდანაშაულო არავინაა. მაგრამ ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს გამოსავლის პოვნის სურვილი, როგორც მათ გასულ წელს გააკეთეს, როდესაც 8 მარტის შეთანხმებას მიაღწიეს“, – განაცხადა ჯორჯ კენტიმ.

მისივე თქმით რუსეთის აგრესია გრძელდება, ისინი არ ისვრიან და ომი არ არის, მაგრამ ნამდვილად არის დაშინება, ასევე გრძელდება კიბერ თავდასხმები. როგორც კენტიმ აღნიშნა ქართველებს აქვთ ყველა უფლება, ჰქონდეთ პრეტენზია რუსეთის წინააღმდეგ, რადგან რუსეთმა 2009 წლის ომის შემდეგ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.

სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი ხელმძღვანელობდა.

სხდომას ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეები, ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი.

გაზიარება34

დაკავშირებული -პოსტები

ხონი-ქუთაისის გზაზე ავარია მოხდა

დეკემბერი 14, 2025
4.5k
მთავარი

"მეგა Tv " -ის ინფორმაციით ხონი -ქუთაისის გზაზე, სოფ. კუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე პოლიციის და სასწარაფო დახმარების ბრიგადები იყო  მობილიზებული. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

დაწვრილებითDetails

პატრიარქი წერილს აქვეყნებს

დეკემბერი 13, 2025
476
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოს წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გახსნას ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში უწმინდესის მილოცვის ტექსტს ავრცელებს. „სულ რამდენიმე თვის...

დაწვრილებითDetails

“რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

დეკემბერი 13, 2025
57
მთავარი

“რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ცნობით, თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე „უკრაინაში მიმდინარე ომის და...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის ბრალდებით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

დეკემბერი 13, 2025
332
მთავარი

საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ბრალდებით, მას შემდეგ, რაც მათ პოლონური კომპანიის მონაცემები გამოიყენეს სიბიუში მდებარე კომპანიასთან სატრანსპორტო კონტრაქტის გასაფორმებლად, რამაც 1,000,000 ევროს ოდენობის ზიანი გამოიწვია.- ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი

დეკემბერი 13, 2025
195
მთავარი

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ნიშანს ეძლევა განვითარების შანსი, სამი ზოდიაქო განსაკუთრებულად გამოიკვეთება — 2026-ში მათი კარიერული ცხოვრება ახალ საფეხურზე გადადის. ვერძი — ლიდერის სტატუსის გამყარება 2026 წელი ვერძისთვის აქტიური მოქმედებების,...

დაწვრილებითDetails

2026 წლის ზამთრის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

დეკემბერი 13, 2025
107
მთავარი

 ვერძი (21 მარტ – 19 აპრილი) ზამთარი ვერძებისთვის ენერგიული და აქტიური პერიოდი იქნება. დეკემბერში შესაძლოა წინ აღუდგეთ რამდენიმე ახალ დავალებას, რომლებიც თავდაპირველად გამოწვევად მოგეჩვენებათ, თუმცა იანვარში შედეგები სასიამოვნოდ გაოცებთ. ურთიერთობებში...

დაწვრილებითDetails

რა ფერის სათამაშოებით მოვრთოთ ნაძვის ხე, რომ ფინანსური იღბალი გვქონდეს

დეკემბერი 13, 2025
92
მთავარი

წლის ბოლო ყოველთვის განსაკუთრებულად მაგიურ პერიოდად მიიჩნევა. სწორი ფერების შერჩევით კი, ტრადიციის მიხედვით, მომავალ წელს წარმატების, სიუხვისა და ფინანსური წინსვლის ენერგიას ვივარჯიშებთ.2026 8-ის ვიბრაციაა — ეს ვიბრაცია დაკავშირებულია ფულთან, ძალოვან პოზიციასთან, სერიოზულ...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოსა და გორში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონების პროექტირება იწყება

დეკემბერი 13, 2025
17
მთავარი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონების პროექტირებას იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, გორში არსებული ამორტიზებული სტადიონის ადგილზე დაგეგმილია 8000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას IV კატეგორიის ახალი...

დაწვრილებითDetails

ნონა გაფრინდაშვილი გინესის მსოფლიო რეკორდსმენი ოფიციალურად გახდა

დეკემბერი 13, 2025
83
მთავარი

LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით,ოფიციალურად, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. რეკორდის დამადასტურებელი სერტიფიკატი საქართველოში გამოგზავნილია და რამდენიმე დღეში ლეგედარულ მოჭადრაკეს ოფიციალურად გადაეცემა. “ჭადრაკის დედოფალს” გინესის რეკორდსმენის ტიტული 1978 წელს...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა

დეკემბერი 13, 2025
7
მთავარი

ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ ყოველ ექვს თვეში ახალი კენჭისყრის ჩატარების ნაცვლად, აქტივების განუსაზღვრელი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».