ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანანა ნიკაჭაძემ, აქციაზე დაკავებული აქტივისტებიდან ორს სასჯელის სახით მანუჩარ ფიფიას 1500 და მიხეილ ღვინეფაძეს 1200 ლარიანი გირაო შეუფარდა.
ნიკა ნარსიას სასამართლო პროცესი კი, 23 თებერვლამდე გადაიდო.
ამ წუთებში, ქუთაისის საქალაქო სასამართლო დანარჩენი აქტივისტების საქმეს განიხილავს. პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს.
ცნობისთვის, გუშინ ქუთაისის მერიასთან საპრიტესტო აქცია გაიმართა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა 6 აქტივისტი დააკავეს.