პლასტიკი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ბოლო რამდენიმე ათეული წელი მისგან მზადდება თითქმის ყველაფერი ჩვენს გარშემო – ბავშვის საწოვარათი დაწყებული სამშენებლო მასალებით დამთავრებული. პლასტიკი მზადდება ნავთობისგან. მისი წარმოება ძალიან რთული ტექნოლოგიური პროცესია, თუმცა ბევრად იაფი და მარტივია, ვიდრე მეტალის ან ხის მასალის წარმოება-დამუშავება
განსაკუთრებით საინტერესოა ეს მასალა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით. მსოფლიოში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მწარმოებლები ახდენენ პლასტიკის მარკირებას, რაც აძლევს მომხმარებელს მისი ამოცნობის საშუალებას
განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი საკვებთან შემხებლობის მქონე მასალებს. არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია პლასტიკური ჭურჭლის გამოყენებასთან დაკავშირებით:
1. საუკეთესო პლსატიკი არის შუშა
2. არ გააცხელოთ. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისას ყველაზე უვნებელი მასალაც კი იწყებს ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნე ნივთიერებების აქტიურად გამოყოფას
3. არ გამოიყენოთ ერთ წელზე მეტი ხნის ჭურჭელი. დროის გასვლასთან ერთად იწყება მისი დაშლის პროცესი და გამოიყოფა მავნე ნივთიერებები
4. ნუ გამოიყენებთ პლასტმასის საბავშვო ჭურჭელს. გამოიყენეთ შუშა
5. ეცადეთ არ შეინახოთ საკვები პლასტიკურ ჭურჭელში და კონტეინერებში
6. ნუ გამოიყენებთ ერთჯერად ჭურჭელს რამდენჯერმე
7. ნუ დალევთ ყავას და ჩაის პლასტმასის ჭიქებით. გამოიყენეთ მუყაოს ან კერამიკული ჭურჭელი
8. ნუ ჩადებთ ცხელ საკვებს პლასტიკურ შეფუთვაში (მაგალითად: ცხელი ხაჭაპური პოლიეთილენის პარკში)
9. შეძლებისდაგვარად, სამზარეულოში ამოიღეთ ხმარებიდან პლასტმასის ჭურჭელი. გამოიყენეთ ფოლადის, თუჯის, შუშის ან თიხის ჭურჭელი
10. ღვინო და არაყი შეინახეთ შუშის ან უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში
ინფორმაციას შრომის უსაფრთხოება ავრცელებს