LIVE TV
სამშაბათი, თებერვალი 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა გავაკეთეთ ჩვენს ქალაქში – ქუთაისის ყოფილი მერი პოსტს აქვეყნებს

დაპოსტა 2024/07/30-ში
147
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის ყოფილი მერი იოსებ ხახალეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვყნებს და იმ პროექტზე საუბრობს, რაც ქალაქში მისი მერობის პერიოდში გაკეთდა.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მოკლედ, რა გავაკეთეთ ჩვენს ქალაქში ამ დროში:

პირველ რიგში, ქუთაისი ათწლეულების შემდეგ დაუბრუნდა იუნესკოს და ისევ გახდა მსოფლიოს უდიდესი კულტურული პლატფორმის წევრი ქალაქი, ლიტერატურის კუთხით, რაც უმნიშვნელოვანესია ქუთაისის საერთაშორისო პოზიციონირებისათვის და ბევრ შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ქალაქს, მათ შორის 2025 წელს დაარსოს და უმასპინძლოს პირველ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს.

ქუთაისს აქვს სრულად განახლებული ფალიაშვილი ქუჩა, ახალი ოლიმპიური საცურაო აუზი და საფეხბურთო აკადემია, აღდგენილი “ოქროს ჩარდახი”, ცენტრალური შადრევანი, შენგელია არენა, ასსაფეხურიანი კიბე, აღმაშენებლის ხეივანი, გამსახურდიას გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, ჭეიშვილის ქუჩა, მაჩაბლის, სააკაძის, ბუკიას, ხორავას, მანდარიას, შანიძის და კუპრაძის ქუჩები, პირველად ქუთაისში ხელოვნური საცოცი კედელი და ჯომარდობის ბაზები, რეაბილიტირებული ნიჩბოსნობის სკოლა, 17-ე სპორტული სკოლის ძიუდოს დარბაზი, საჭადრაკო სკოლა “მაია”, ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, თავისუფალი ჭიდაობის ახალი დარბაზი ხარებავას ქუჩაზე, ბალახის ჰოკეის ხელოვნურსაფარიანი სტადიონი, „დათიკოს“ სკვერი მუხნარში და ბაღი ნინოშვილის ქუჩაზე, ათობით სკვერი, უსაფრთხოების კუნძული, ბინების ფასადი
მიმდინარეობს ოპერისა და ბალეტის თეატრის, ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია, მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა აღმაშენებლის მოედანზე, 17-ე სპორტული სკოლის კრივის დარბაზების და ადმინისტრაციის შენობის რეაბილიტაცია, ციფრული განათლებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის მშენებლობა ნუცუბიძის ქუჩაზე, ხეივანი ავტომშენებლის და ოცხელის ქუჩებზე. წელს დაიწყება ანჯაფარიძის სკვერში მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის განხორციელება. ასევე შეძენილია სპორტის სასახლის, გ.ტაბიძის ქუჩის ფასადების რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის პროექტები.
პირველად საქართველოში, ქუთაისში მომზადდა სპორტის განვითარების კონცეფცია, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიები. ვუმასპინძლეთ 3 საერთაშორისო ფორუმს, რომელშიც 40-მდე ქვეყნის 30-მდე საერთასორისო ორგანიზაციის 300-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
ქალაქმა უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 21 წლამდე ასაკის გუნდებს შორის, ევროპის ჩელენჯ-კაპს ბალახის ჯოკეიში, დავაარსეთ ღია პირველობა კალათბურთში “ქუთაისის თასი” და ალეკო ბოყოჩაძის სახელობის ტურნირი ხელბურთში, პირველად ბიუჯეტში გამოიყო თანხა სპორტული ინიციატივების მხარდაჭერისათვის და ქალთა რაგბის ხელშეწყობისათვის. ქუთაისის „აია“ და „ქუთაისი 2010“ 2024 წელს გახდნენ საქართველოს ჩემპიონები, „ტორპედო“ კი საქართველოს თასის გამარჯვებული.
დავაფუძნეთ ქუთაისის ახალგაზრდული ფესტივალი, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, მოხალისეთა მხარდაჭერის პროგრამა, ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი -„როკაია“, ახალგაზრდული მუსიკალური ბენდების კონკურსი, რომელიც რამდენიმე კვირაში გაიმართება, სტუდენტური დასაქმების ფორუმი, ოქროსმედალოსნების, ეროვნულ გამოცდებზე 100% დაფინანსების მქონე პირველკურსელებისათვის ფინანსური დაჯილდოების და მერის სტიპენდიანტების პროგრამა, საჯარო სკოლების თვითმმართველობების პროექტების დაფინანსების პროგრამა.
პირველად, ქვეყნის მასშტაბით, განვახორციელეთ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების აბიტიურიენტებისათვის დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამა ეროვნული გამოცდებისათვის, ქუთაისელი მოსწავლეებისა და სტუდენტების საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებში მონაწილეობის დაფინანსების პროგრამა, და მთავარი, უფასო მგზავრობა სკოლის მოსწავლეებისთვის და 50% -იანი შეღავათი სტუდენტებისთვის; თითქმის გაორმაგდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტი, დავაფინანსეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პერსონალური ასისტენტების მომზადების პროგრამა
მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიისთვის შევიძინეთ 10 ახალი მიკროავტობუსი, მოვაწყვეთ საინფორმაციო ტაბლოების 100-ზე მეტ მოსაცდელში, წლის ბოლომდე კომპანიის შენობა აღიჭურვება სოლარ-პანელებით და 100% იქნება უზრუნველყოფილი დამოუკიდებელი ელ.ენერგიის წყაროთი. შევქმენით და ავღჭურვეთ მუნიციპალური ინსპექცია-ზედამხედველობის თანამედროვე სტრუქტურა.
დავაარსეთ ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ აღვადგინეთ ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი, “ქარავან არტ ფორუმი “. პირველად ქუთაისში, განვახორციელეთ “მიურალ ფესტი”, რომლის ფარგლებშიც მოხატული კედლებს მსოფლიო აღიარება მოჰყვა, ქუთაისში. ქვედა წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში ბინა დაიდო „გაბრიაძის წყარომ“, რომელიც მრავალი წელი ელოდა მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას.
აკადემიური ანსამბლის სტატუსი მიენიჭა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს და გაიხსნა ანსამბლის სახელობის ვარსკვლავი, ქუთაისის კაპელას მიენიჭა იოსებ კეჭამაძის სახელი, გაიხსნა გიზო კაკაურიძის სახელობის ვარსკვლავი.

გამოვეცით რეზო გაბრიაძის ” ჩემი პატარა ქალაქი” და ახალი წიგნი “ქუთაისი” – წერს სოციალურ ქსელში ქუთაისის ყოფილი მერი იოსებ ხახალეიშვილი.

ცნობისთვის, იოსებ ხახალეიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუქზე 15 ივლისს გაავრცელა.

როგორც მან განმარტა, საქმიანობას თბილისში გააგრძელებს, თუმცა რა პოზიციაზე, არ დაუკონკრეტებია.

მის მოვალეობას ახლა ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ასრულებს.

იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მერის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა. თავდაპირველად, იგი მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ხოლო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნებიდან” საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. არჩევნების მეორე ტურის შედეგად, იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 51,64% მიიღო.

გაზიარება59

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

თებერვალი 17, 2026
1.4k
მთავარი

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბალახვანში, წერეთლის ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილვლები ამბობენ ავტომობილი შუა ხნის ქალს დაეჯახა. მათივე თქმით, ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა....

დაწვრილებითDetails

ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იყო

თებერვალი 17, 2026
67
მთავარი

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი , - ამის შესახებ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა სუს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, განიხილეს ის, თუ როგორ უნდა მოხდეს მომავალში საქართველოს სტაბილური გაზმომარაგება. „ალბათ,...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

თებერვალი 17, 2026
763
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 თებერვალს, 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, დიდ დიღომსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის...

დაწვრილებითDetails

კრიმინალური ავტორიტეტი ჯუმათა, ოზურგეთში, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს

თებერვალი 17, 2026
828
მთავარი

ოზურგეთში ტეორორისტული აქტი განხორციელდა – 55 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს - ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს. როგორც ადგილიდან გვატყობინებენ. ამ წუთებში ტერორისტული აქტი განხორციელდა ოზურგეთში. 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად...

დაწვრილებითDetails

მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თებერვალი 17, 2026
85
მთავარი

მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ბრიგადა იყო მობილიზებული.   ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ელექტროენერგიის გადამცემი კაბელებია.   საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

დაწვრილებითDetails

ბრალდება სრულიად მიუღებელია – ნინო ქადაგიძე-ჟვანია

თებერვალი 17, 2026
190
მთავარი

უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედიაა ჩვენთვის. მეორე - ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“...

დაწვრილებითDetails

ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

თებერვალი 17, 2026
37
მთავარი

🔉 კრიტიკული შეუსაბამობები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში‼️ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 7 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა. ℹ️ 13 თებერვალს, თბილისის მასშტაბით, სააგენტომ 19 ობიექტში ჩაატარა გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება.შედეგად, 7 ობიექტზე გამოვლინდა...

დაწვრილებითDetails

მე დავამტკიცებ, რა იყო ამ მკვლელობის მოტივი – რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას დედა

თებერვალი 17, 2026
79
მთავარი

ბესარიონ ჟვანიას დედამ პირობა მომცა: „თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურას“. საინტერესოა, დღეს რას გვეტყვის მისი დედა, - ასე ეხმაურება მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 17, 2026
547
მთავარი

18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი,...

დაწვრილებითDetails

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის ძებნა გამოცხადდა

თებერვალი 17, 2026
141
მთავარი

საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ(ბუსა) ჟვანიას მიმართ ძებნას გამოაცხადებს. როგორც თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურა ბრალდებულ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».