LIVE TV
შაბათი, ივნისი 25, 2022
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

რა გადაწყვეტილებები მიიღო საკოორდინაციო საბჭომ

დაპოსტა 2021/11/08-ში
გაზიარება

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის მოქმედების არეალის გაფართოებასა და ვაქცინაციის წამახალისებელ სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით, ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.

 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს; დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.

 

ამასთან, 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.

 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

 

პრემიერ-მინისტრის დავალებით, კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები.

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას.

 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 755 046 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 693 129 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 10 509 ადამიანი.

 

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 46 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 1 302 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6 916 პირი.

 

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

ევროპაში სამოგზაუროდ 2023 წლიდან ETIAS სავიზო პროგრამა დაგჭირდებათ

ივნისი 25, 2022
151
მთავარი

ევროკავშირში უფასო მოგზაურობის დრო სრულდება. 2023 წლის მაისიდან ETIAS-ის სავიზო პროგრამა ამოქმედდება. ETIAS არ არის იგივე, რაც ვიზა. ის უფრო სწრაფია, კეთდება ონლაინ და არ საჭიროებს ბიომეტრიულ ინფორმაციას. თუმცა, დადგენილია...

დაწვრილებით

,,მაიმუნის ყვავილი“ პანდემიად გამოცხადდა

ივნისი 25, 2022
99
მთავარი

ჯანდაცვის მსოფლიო ქსელმა „მაიმუნის ყვავილი“ პანდემიად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის საიტზეა განთავსებული. ორგანიზაციამ ინფექციის აფეთქება ჯანდაცვის სფეროში გლობალური მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად შეაფასა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვითარების გამოსასწორებლად აუცილებელია დაუყოვნებელი...

დაწვრილებით

ვითარება საქართველოს ბაზარზე დიზელის ფასთან დაკავშირებით საკმაოდ რთულია – ნავთობიმპორტიორთა კავშირში

ივნისი 25, 2022
26
ეკონომიკა

დიზელის ფასები ბენზინგასამართ სადგურებში 4,5-ლარიან ნიშნულს უკვე გასცდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ თვეში დიზელის ღირებულებამ 25-30%-ით მოიმატა, რომლის ერთ-ერთი ფაქტორი საერთაშორისო ბაზარზე დიზელის გაძვირებაა. კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი...

დაწვრილებით

რამდენი ადამიანი მივიდა 24 ივნისის აქციაზე

ივნისი 25, 2022
63
მთავარი

რამდენი ადამიანი მონაწილეობდა 24 ივნისს თბილისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაში "შინ ევროპისკენ". დემონსტრანტების მიახლოებითი რაოდენობა გამოცემა "ნეტგაზეთმა" დაითვალა.   „ნეტგაზეთის“ მიერ აქციის მონაწილეთა რაოდენობის მიახლოებითი დათვლით მათი რაოდენობა მინიმუმ...

დაწვრილებით

ჩასაფრება სავარაუდოდ ტყიდან მოხდა – ლევან კაჭარავას მკვლელობის დეტალები

ივნისი 25, 2022
68
მთავარი

ახალი დეტალები ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეში - პირველადი ინფორმაციით, ცნობილი ბიზნესმენის მკვლელობა პირად უთანხმოებას უკავშირდება.   ლევან კაჭარავა ავტომობილით მძღოლთან ერთად თბილისი-წყნეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა. 53 წლის ბიზნესმენი მანქანაშია ჩაცხრილული...

დაწვრილებით

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

ივნისი 25, 2022
143
ამინდი

25 ივნისის, ამინდის პროგნოზი. სინოპტიკოსები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმაა ვარაუდობენ.  ჰაერის ტემპერატურა იქნება.   აბასთუმანი – +21° ამბროლაური – +24 ° ანაკლია – +25° ახალციხე – +27° ბათუმი – +25°...

დაწვრილებით

კაცმა, რომელსაც პუტინის ბირთვული კონტროლის მოწყობილობა ეჭირა, თვითმკვლელობა სცადა

ივნისი 25, 2022
141
მთავარი

კაცმა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბირთვული კონტროლის პორტფელი ეჭირა, საკუთარ სახლში თვითმკვლელობა სცადა.   არსებული ცნობებით, 53 წლის ვადიმ ზიმინი, მძიმედაა დაჭრილი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.   უშიშროების...

დაწვრილებით

როგორი იქნება 25 ივნისი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ივნისი 25, 2022
121
მთავარი

ვერძი   ყველა სახის ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. მოერიდეთ ნერვიულობას, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. გირჩევთ საღამო სახლში, ოჯახთან ერთად გაატაროთ.   კურო   დაძაბული მუშაობის შემდეგ სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას...

დაწვრილებით

დამტვრეულია 5 ავტომობილი – ავარია თბილისში

ივნისი 25, 2022
295
მთავარი

მძიმე ავარია მოხდა წუხელ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე. დამტვრეულია 5 მანქანა, მათ შორის, 1 ტაქსი, სადაც მძღოლთან ერთად, მგზავრებიც ისხდნენ. ინფორმაცია  ,,რეზონანსმა“ გაავრცელა. როგორც შსს-ში აცხადებენ ავარიის შედეგად დაშავდა მხოლოდ ერთი...

დაწვრილებით

მძიმე დაზიანებები მიაყენა | შვილმა დედა სცემა

ივნისი 25, 2022
655
Crime Scene Do Not Cross Tape with Police Flashing Lights Bokeh on the Dark Background
მთავარი

რუსთავში შვილმა დედას სცემა. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XVI მიკრორაიონში, 50 წლამდე მამაკაცსა და მის 80 წლამდე დედას შორის კამათი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო და მოგვიანებით ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. არსებული ინფორმაციით მამაკაცმა...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

რა განძი წაიღო 20 წლის უკრაინელმა გოგონამ ქვეყნიდან გაქცევისას

მარტი 7, 2022
30.6k
მთავარი

“KIU”-ში სტემ მენტორების კურსის პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია ჩატარდა

ივნისი 23, 2022
19
მთავარი

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდა ფეხბურთში, საქართველო ხომ ჩალიჩობდა – გოგა ბარბაქაძე  ჩეხოვის ფესტივალზე

ივნისი 21, 2021
44





+12









No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!