LIVE TV
კვირა, დეკემბერი 14, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა არის კუჭის გრიპი და როგორ უნდა დავიცვათ თავი მისგან

დაპოსტა 2021/01/18-ში
252
ნახვა
გაზიარება

საინტერესო ცნობები კუჭის გრიპის შესახებ „თბილისელების“ მკითხველისთვის ?

კუჭის გრიპი, იგივე ნოროვირუსი, მთელი მსოფლიოსთვის დიდი პრობლემაა, რადგან ის არაბაქტერიული გასტროენტერიტია. ვირუსი ადვილად ვრცელდება და ადამიანის სხეულის გარეთ რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლია დარჩენა. თუნდაც მნიშვნელოვანი ტემპერატურული ცვლილებების პირობებში.
მისი სიმპტომები დაინფიცირებიდან 12-48 საათში ვლინდება. მაგრამ, სიმპტომების გამოვლენამდეც შესაძლოა, ის სხვა ადამიანს გადაედოს.

ნოროვირუსს ხშირად „ზამთრის ღებინების ჭიას“ უწოდებენ, რადგან უფრო ხშირი შემთხვევები ზამთარში ხდება, თუმცა დაინფიცირებისგან წელიწადის სხვა დროსაც არ ვართ დაზღვეული. ამასთანავე, შესაძლოა, ამ ვირუსით რამდენჯერმე დაავადდეთ.

კუჭის გრიპის – ნოროვირუსის ძირითადი სიმპტომებია:

? უეცარი გულის რევა და ღებინება – ეგრეთ წოდებული,„შადრევანივით ღებინება“

? ძალიან თხელი, წყლიანი დიარეა, ფხვიერი განავალი

? ტკვილი და სპაზმი მუცლის არეში

? სიცხე და შემცივნება

? სისუსტე

? თავისა და კუნთების ტკივილი

? გაუწყლოება, რაც განსაკუთრებით საშიშია პატარებისა და მოხუცებისათვის, ასევე, ცუდი იმუნიტეტის მქონე და სხვადასხვა დაავადების მატარებელი ადამიანებისთვის.

ნოროვირუსის სიმპტომები ვლინდება სამი დღის განმავლობაში, თუმცა, შესაძლოა, ადამიანი ორი კვირის განმავლობაშიც იყოს მისი მატარებელი და სხვასაც გადასდოს.

დაავადების შემთხვევაში, აუცილებელია ბევრი სითხის მიღება. თუ მადა გაქვთ, აუცილებლად გადადით ჯანსაღ კვებაზე. კუჭის გრიპის დროს შეგიძლიათ, მიირთვათ წვნიანები, ბრინჯი, მაკარონი, კარტოფილი, ახალი ხილი, მოხარშული ბოსტნეული და სასარგებლო ცილები.

ნოროვირუსისგან პროფილაქტიკისთვის:

? დაიბანეთ ხელები საპნით

? კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული, მით უმეტეს, თუ მათ უმად ჭამთ

? მოერიდეთ უმი ზღვის პროდუქტებს

? არ მიირთვათ ამ დაავადების მქონე ადამიანის მიერ მომზადებული საკვები

? ზედაპირები დაასუფთავეთ ქლორით

? თუ მისი სიმპტომები გაქვთ, 2-3 დღით დარჩით შინ. მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, ეს ვირუსი ძალიან გადამდებია და მისი გავრცელება მარტივად ხდება

? არ ენდოთ ალკოჰოლის შემცველ ხელის საწმენდებს, რადგან ისინი ვერ კლავენ ვირუსს

? პირადი პირსახოცი და თეთრეული არ გამოაყენებინოთ სხვებს

? ჩაუტარეთ დეზინფექცია იმ ზედაპირებს, რომელიც შეიძლება, იყოს ინფიცირებული

? თეთრეული, პირსახოცები ან საცვლები, რომლებიც შეიძლება, ინფიცირებული იყოს, გარეცხეთ ცალკე და ცხელ წყალში

? კუჭში გასვლის ან ღებინების შემდეგ სასწრაფოდ გაასუფთავეთ მიმდებარე ადგილებიც

? დაბინძურებულ ნივთებთან შეხებისას აუცილებლად გამოიყენეთ რეზინის ან ერთჯერადი ხელთათმანები და შემდეგ საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები. ასევე საგულდაგულოდ გარეცხეთ ნივთები, რომელსაც დაინფიცირებული შეეხო

ნოროვირუსული დაავადების სამკურნალო სპეციალური პრეპარატი არ არსებობს. მისი მკურნალობა, ასევე, შეუძლებელია ანტიბიოტიკების დახმარებით, რადგან ის ვირუსული ინფექციაა და არა ბაქტერიული.

გახსოვდეთ, რომ დეჰიდრატაციას შეუძლია, სერიოზული საფრთხეები შეგიქმნათ. მწვავე დეჰიდრატაციის შემთხვევაში შესაძლებელოა პაციენტს დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია და ექიმის დახმარება.

გაზიარება101

დაკავშირებული -პოსტები

ხონი-ქუთაისის გზაზე ავარია მოხდა

დეკემბერი 14, 2025
2.7k
მთავარი

"მეგა Tv " -ის ინფორმაციით ხონი -ქუთაისის გზაზე, სოფ. კუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე პოლიციის და სასწარაფო დახმარების ბრიგადები იყო  მობილიზებული. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

დაწვრილებითDetails

პატრიარქი წერილს აქვეყნებს

დეკემბერი 13, 2025
422
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოს წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გახსნას ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში უწმინდესის მილოცვის ტექსტს ავრცელებს. „სულ რამდენიმე თვის...

დაწვრილებითDetails

“რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

დეკემბერი 13, 2025
41
მთავარი

“რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ცნობით, თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე „უკრაინაში მიმდინარე ომის და...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის ბრალდებით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

დეკემბერი 13, 2025
284
მთავარი

საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ბრალდებით, მას შემდეგ, რაც მათ პოლონური კომპანიის მონაცემები გამოიყენეს სიბიუში მდებარე კომპანიასთან სატრანსპორტო კონტრაქტის გასაფორმებლად, რამაც 1,000,000 ევროს ოდენობის ზიანი გამოიწვია.- ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი

დეკემბერი 13, 2025
97
მთავარი

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ნიშანს ეძლევა განვითარების შანსი, სამი ზოდიაქო განსაკუთრებულად გამოიკვეთება — 2026-ში მათი კარიერული ცხოვრება ახალ საფეხურზე გადადის. ვერძი — ლიდერის სტატუსის გამყარება 2026 წელი ვერძისთვის აქტიური მოქმედებების,...

დაწვრილებითDetails

2026 წლის ზამთრის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

დეკემბერი 13, 2025
60
მთავარი

 ვერძი (21 მარტ – 19 აპრილი) ზამთარი ვერძებისთვის ენერგიული და აქტიური პერიოდი იქნება. დეკემბერში შესაძლოა წინ აღუდგეთ რამდენიმე ახალ დავალებას, რომლებიც თავდაპირველად გამოწვევად მოგეჩვენებათ, თუმცა იანვარში შედეგები სასიამოვნოდ გაოცებთ. ურთიერთობებში...

დაწვრილებითDetails

რა ფერის სათამაშოებით მოვრთოთ ნაძვის ხე, რომ ფინანსური იღბალი გვქონდეს

დეკემბერი 13, 2025
59
მთავარი

წლის ბოლო ყოველთვის განსაკუთრებულად მაგიურ პერიოდად მიიჩნევა. სწორი ფერების შერჩევით კი, ტრადიციის მიხედვით, მომავალ წელს წარმატების, სიუხვისა და ფინანსური წინსვლის ენერგიას ვივარჯიშებთ.2026 8-ის ვიბრაციაა — ეს ვიბრაცია დაკავშირებულია ფულთან, ძალოვან პოზიციასთან, სერიოზულ...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოსა და გორში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონების პროექტირება იწყება

დეკემბერი 13, 2025
14
მთავარი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონების პროექტირებას იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, გორში არსებული ამორტიზებული სტადიონის ადგილზე დაგეგმილია 8000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას IV კატეგორიის ახალი...

დაწვრილებითDetails

ნონა გაფრინდაშვილი გინესის მსოფლიო რეკორდსმენი ოფიციალურად გახდა

დეკემბერი 13, 2025
75
მთავარი

LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით,ოფიციალურად, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. რეკორდის დამადასტურებელი სერტიფიკატი საქართველოში გამოგზავნილია და რამდენიმე დღეში ლეგედარულ მოჭადრაკეს ოფიციალურად გადაეცემა. “ჭადრაკის დედოფალს” გინესის რეკორდსმენის ტიტული 1978 წელს...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა

დეკემბერი 13, 2025
7
მთავარი

ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ ყოველ ექვს თვეში ახალი კენჭისყრის ჩატარების ნაცვლად, აქტივების განუსაზღვრელი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».