სოციალური ქსელის მომხმარებელი, გუკა ტიკანაძე, “სასოწარკვეთილი მომხმარებლის” ჯგუფში აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“გამარჯობა
დაახლოებით ერთი თვის წინ დამიზიანდა მანქანა და გავაჩერე ქუჩაში (ნახევრად ბორდიულზე) რეალურად არც ქვეითს, არც ძაღლს, არც კატას და არავის მოძრაობაში არ უშლიდა ხელს, მეორე დღეს მივდიოდი ბათუმში და ვერ მოვიცალე რომ გამეკეთებინა ან გადამეყვანა.
დავრეკე თბილისი პარკინგში და გავარკვიე, რომ კონკრეტულ ადგილას დგომისთვის ჯარიმა მათი მხრიდან არ მეკუთვნოდა.
მას შემდეგ გასულია დაახლოებით ერთი თვე, რამდენიმე ხელოსანი მყავდა მიყვანილი ვერაფერი გაუგეს ეგ ცალკე პრობლემაა და ველოდებოდი იმ ერთადერთს, რომელმაც ევაკუატორით მომიყვანე დათქმულ დროს და მივხედავო. გარკვეული მქონდა ყველაფერი და მეც ვიყავი დაწყნარებული.
დღეს შემთხვევით შევედი police.ge ზე და მინდოდა მენახა ძველი ჯარიმა, სადაც აღმოვაჩინე რო უკონტაქტო პატრული პრინციპულად და დაუღალავად მიწერს ჯარიმებს იქ მანქანის გაჩერების გამო.
დავრეკე და გავარკვიე რო მეკუთვნოდა იქ ჯარიმების დაწერა და სმს იგზავნებოდა მამაჩემის ნომერზე, რომელიც დიდი ხანია აღარ აქვს და მათი პასუხისმგებლობა მოხსნილია, ნუ არაუშავს, მაგრამ რამდენჯერმე მანქანის გადაყენება რო დაჭირდათ, მე დამირეკეს პირად ნომერზე იმიტო რო მე ვჯარიმდები ძირითდად ამ მანქანაზე მარა არაუშავს.
შევეგუე აზრს რო მიწევს გადავიხადო და არაუშავს ჩემი ბრალია მარა ჯარიმების ნახვისას შევამჩნიე რო ერთ რიცხვში რამდენიმე ჯარიმა არის დაწერილი და გამიკვირდა CT-PARK-იც კი რომელიც დღეში წერდა 1 ცალ ჯარიმას.
დავრეკე და მინდა აღვნიშნო რომ ძალიან პროფესიონალურად და კარგად მესაუბრნენ და მადლობა მათ ამისთვის მაგრამ, ფაქტი არის ის რომ რამდენჯერმე შეუძლიათ დღეში ჯარიმა დამიწერონ სხვადასხვა დროს
ანუ ნახევარ საათში ერთხელ რო ჯარიმა დამიწერონ დღეში გამომივდა 48 ცალი ჯარიმა, ჯარიმის ღირებულებაა 10 ლარი, რაც გამოდის დღეში 480 ლარი, თვეში 14400 ლარი. ანუ იმის გამო რო მანქანა გამიფუჭდა და ევაკუატორის 40 ლარი არ გადავიხადე ჯარიმა შეიძლება გადავიხადო ან გადაიხადოთ ვინც იგივე მდგომარეობაში ხართ 14400 ლარი
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ უკონტაქტო პატრულის წარმომადგენელს, რომელიც არ აღმოჩნდა უფრო პრინციპული და ყოველ ნახევარ საათში ერთხელ არ ირბინა ნუცუბიძის ქუჩაზე
რაც მე ვერ დაგლოცოთ მაღალმა ღმერთმა დაგლოცოთ. იმ ადამიანის საყურადღებოდ ვინც ეს ჯარიმები დამიწერა 4 დღეა ძმაო არ გამოჩენილხარ, ნუ ყოველშემთხვევაში ჯარიმა არ დაგიწერია და ხო კარგად ხარ?? რამე ხო არ გიჭირს ვნერვიულობთ ოჯახი.
პ.ს თუ ვინმეს გჭირდებათ მანქანა ხელზე მინდა 500 ლარი და ჯარიმები გადაიბარეთ – ეს არის ხუმრობა.”