,,რატომ უნდა ჩაიძიროს ლეჩხუმი წყალში, რატომ უნდა ჩაიძიროს სხვა კუთხეები წყალში?! “ -ამ კითხვაზე პასუხს ხელისუფლებისაგან ნამოხვან ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ითხოვდნენ.
თითქმის მთელი თვეა მოძრაობის ,, რიონის ხეობის გადარჩენისათვის ” მოხალისეები და ლიდერები რიონის ხეობას დღე და ღამ დარაჯობენ. დღეს, მათ მხარდამჭერები დედაქალაქიდანაც შეუერთდნენ და აქცა მსვლელობა ქუთაისამდე გამართეს და სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები დაუსაბუთებელი გიგანტური ჰესის მშენებლობას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ საფრთხეები, რომელიც ქვეყანას გიგანტური ჰესების მშენებლობით ემუქრება ქვეყნისათვის არის კატასტროფული და გამანადგურებელი შედეგის მომტანი.
ამ დრომდე მათთან შეხვედრის სურვილი არავის გამოუთქვამს.