საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
პროფესორი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ საველე ჰოსპიტლებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მოსაზრებას სრულად ეთანხმება.
“100% ვეთანხმები ქალბატონ მინისტრს.
უნდა მოხდეს არსებული სამედიცინო დაწესებულებების რესურსების მობილიზაცია.
სჯობს დროებითად (2 თვით) გამოცხადდეს სამედიცინო დაწესებულებების ნაციონალიზაცია საქართველოში, რათა ყველა არსებული სამედიცინო საწოლი და სამედიცინო პერსონალი იქნას მობილიზებული ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ.
ყველა გეგმიური და პლასტიკური ქირურგიის ოპერაცია/მანიპულაცია უნდა შეჩერდეს მინიმუმ 2 თვის ვადით”, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.