103 ქვეყნიდან, დიდმა უმეტესობამ ვაქცინაცია ჩინური ან რუსული ვაქცინებით დაიწყო, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაცის შემოტანის დაგვაინება არის სიტუაციის და იმის ბრალი, რომ ბაზარზე დეფიციტია.
ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველო მზად იყო ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ, თუმცა აღნიშნულს კრიტიკა მოჰყვა, რაც მთავრობამ გაითვალისწინა.
“იმას რომ შეპირებულ ვადებთან შედარებით, ვაქცინის შემოტანა იგვიანებს, სავარაუდოდ, გადაიწია ორი სამი კვირით, მოჰყვა სერიოზული ვნებათაღელვა და ხმაური- იმის გარჩევა, რატომ მოხდა, ვისი პასუხისმგებლობა და ა.შ. ასე ნუ დავაყენებთ საკითხს, ვაქცინების დეფიციტია მთელს მსოფლიოში. ძალიან ბევრი ქვეყანას საქართველოს გარდა, ვაქცინა აკლია, დაირღვა მიწოდების ვადები. არ არის სწორი, როცა ამბობენ, რომ საქართველოს გარდა, ვაქცინაცია ყველამ დაიწყო. ეს ნათქვამია ტენდენციური ადამიანების, პოლტიკურად ანგაჟირებული ადაიანების. სიმართლე ის არის, რომ მსოფლიოში ვაქცინაცია დაიწყო 103-მა ქვეყანამ, 200-ზე მეტი ქვეყანაა მსოფლიოში, ასე რომ ყველამ კი არა, ნახევარსაც არ დაუწყია. მთავარი, რასაც არ უნდათ, რომ ჩვენმა ოპონენტებმა მიაქციონ ყურადღება, 103 ქვეყნიდან, დიდმა უმეტესობამ ვაქცინაცია ჩინური ან რუსული ვაქცინებით დაიწყო. შედარებით მცირე ნაწილმა დაიწყო მხოლოდ ამერიკულ- ევროპული ვაქცინებით – “ფაიზერით”, “მოდერნათი”, “ასტრაზენეკათი”, ახლა მალე “ჯონსონ&ჯონსონი” დაემატება. რა თქმა უნდა, მეც შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს, რამეთუ ჩვენ გვაქვს კარგი სიტუაცია, მივაღწიეთ სტაბილიზაციას, ძალია მინდა, რომ ეს გამაგრდეს რაც შეიძლება ჩქარა ვაქცინის შემოტანით და საყოველთაო ვაქცინაციით, მაგრამ სამართლიანობაც ხომ არსებობს. არ შეიძლება ასე საუბარი. რუსულ ვაქცინას არც ვახსენებ, რუსული ნდობასაც არ იმსახურებს და რაც მთავარია, პოლიტიკურად მიუღებელია რუსული ვაქცინა, კარგიც რომ აღმოჩნდეს, მაინც უარს იტყვის ალბათ, საქართველო,მაგრამ ჩინეთი ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია. ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ, გახსოვთ რა ამბავი ატყდა? ზუსტად იგივე ანგაჰირებულმა ტელევიზიებმა, პოლიტიკურმა, ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რიგმა ექიმებმა გახსოვთ როგორ აღშფოთებას გამოთქვამდნენ და კატეგორიულად ამბობდენენ, ხალხს პირდაპირ ზაფრავდნენ,რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ჩინური ვაქცინის შემოტანას; ჩვენ გვინდა ყველაზე კარგი ხარისხის ვაქცინა და ა.შ. კი ბატონო, ქვეყნის ხელმძღვანელობამ ისმინა მათი და ჩინური ვაქცინა არ შემოიტანა. ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ- ევროპულ ვაქცინებს. როცა ჩინური ვაქციით აცრა დაიწყო ჩვენი მეზობლების უმეტესობამ და ძალიან ბევრმა ქვეყანამ მსოფლიოში, ახლა ამას დანაშაულად გვითვლიან, აზერბაიჯანმა, უკრაინამ, თურქეთმა დაიწყო, თქვენ ვერ დაიწყეთ. კარგით ახლა, არ შეიძლება ასეთი ორმაგი სტანდარტი. მათ ჩინური ვაქცინით დაიწყეს, რომელიც თქვენ ოპოზიციამ უარყავით. ახლა ან ერთი პოზიცია დაიკავეთ, ან – მეორე. ერთი, საქართველო ან კარგი ხარისხის, საერთაშორისოდ აღიარებულ ვაქცინას დაელოდოს, მაშინ უნდა მოვითმინოთ ორი-სამი კვირით გადავადება. მეორე, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე, რუსულს არ ვახსენებ. მაშინ ჩვენც იმ ქვეყნებს გავუტოლდებით, რომელთაც ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია დაიწყეს. ვიყოთ სამართლიანები. ვთქვათ, რომ ჩვენც ვინდა ჩინური ვაქცინა, ან ჩინური არ გვინდა, მაშინ, ნუ არის ნიშნის მოგება, ქილიკი, ლანძღვა , რატომ დაიგვიანა ორი-სამი ვირით ვაქცინამ. იმ ქვეყნების მიმართ, რუანდა, განა რომელსაც გვახარბებენ, მსოფლიოს დამოკიდებულება სხვა არის, ნათ შორის გაეროს და “კოვაქსის” . იქ ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნიან, სასმელ წყალს, ორცხობილებს. ასე უდგებიან, რადგან იქ შიმშილია, ძალიან ღარიბი ქვეყნები არიან. “კოვაქსს” თავისი წესები და თავისი კანონები აქვს. ამ რეგულაციებით და წესებით ასეა, ჩვენ ხომ ვერ შევაცვლევინებთ რეგულაციებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია და დამიჯერეთ, ჩვენი ხელმძღვანელობა, სამინისტრო და მთავრობა ყველაფერს აკეთებს. უსამართლობაა ტენდენციურობა, ქილიკი, საყვედური და ლანძღვა, თითქოს ვინმეს ბრალი იყოს ვაქცინამ რომ დაიგვიანა. ეს არის სიტუაციის და იმის ბრალი, რომ ვაქცინების დეფიციტია ბაზარზე. საქართველო ვაქცინებს მიიღებს”,- განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, საქართველო ვაქცინას მიიღებს.
“დამიჯერეთ, შესაძლოა, მცირედი დაგვიანებით, მაგრამ მიიღებს. სამაგიეროდ, ჩვენ გამართულად, ეტაპობრივად და საკმარისი რაოდენობით მივიღებთ. როცა გამოდიან ნიშნის მოგებით ჩვენი ოპონენტები და სამწუხაროდ, სიხარულით ამბობენ, რომ საქართველო ვაქცინაციის წლის გეგმას ვერ შეასრულებს, დამთავრდება ეს წელი, ერთმანეთს შევხვდები და ვნახავთ, შევასრულებთ ვაქცინაციის გეგმას, შევასრულებთ წარმატებით. როგორც დღემდე საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია კვიდის მართვაში, ასეთივე წარმატებული ვიქნებით ვაქცინაციაში”, -განაცხადა ცერცვაძემ.