ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ დაადგინა, რომ 13-დან 18 წლამდე მომხმარებლების ანგარიშებზე TikTok-ის სისტემა ავტომატურად აყენებდა საჯარო პროფილს.
ამასთან, TikTok-ზე გამოკვეთილ კიდევ ერთ დარღვევას წარმოადგენს ის, რომ პლატფორმა საშუალებას აძლევს ზრდასრულ ადამიანებს, შეფერხების გარეშე მიწერონ 16-17 წლის მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ აღნიშნული აპლიკაციით.
ჩინეთის საკუთრებაში არსებული ქსელი ამბობს, რომ არ ეთანხმება დაკისრებულ ჯარიმას.