საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, აქციის მონაწილე 2 ქალი შეუძლოდ გახდა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი უკვე ორი კვირაა შიმშილობენ და სწორედ ეს გახდა აქციის მონაწილეების შეუძლოდ ყოფნის მიზეზი. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მათ პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს.
ცნობისთვის, პატიმრების დედები საქართველოს პარლამენტის შენობასთან უკვე 2 კვირაა საყოველთაო ამნისტიის კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნით შიმშილობენ.