კურტ რასელსა და გოლდი ჰოუნს თითქმის 40 წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა, წყვილი დაქორწინებას არ ჩქარობს. 76 წლის გოლდიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსწონს „კურტის გოგონას“ სტატუსი. ისინი ხშირად ხვდებიან პაპარაცების ობიექტივში და მთელ დროს გართობასა და სეირნობას უთმობენ.
ამჯერად ერთ-ერთ ყველაზე მყარი ჰოლივუდური წყვილი სეირნობისას გადაიღეს. ისინი იტალიურ რესტორანს, Angelini Ristorante
ტოვებდნენ. გოლდის შავი მაისური და ლეგინესი ეცვა, მის „ლუქს“ ვარდისფერი მზის სათვალე ასრულებდა. რაც შეეხება 71 წლის რასელს, ის წითელ მაისურსა და ხაკისფერ ქურთუკში იყო გამოწყობილი.