კონგრესმენები და მე არასოდეს ვიტყოდით უარს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, – ამის შესახებ კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ კონგრესმენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა არ ისურვა.
„ამ კვირაში ვაშინგტონში არ ვიმყოფებით და ამიტომ ეს შეხვედრა შეუძლებელი იქნებოდა“,- წერს კინზინგერი.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო. ინფორმაციასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.