ასტროლოგის, მიხეილ ცაგარელის განმარტებით, 1-ელ აპრილს, პარასკევს ახალმთვარეობაა, მზის და მთვარის შეერთება. მატულობს ცდუნებების, ჯანმრთელობის გაუარესების, დაძაბულობების ტენდენცია. მანამდე, მომდვნო დღეები კი გეო-მაგნიტურია და გარკვეულ სირთულეებს შეიძლება გადავაწყდეთ.
მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას ურჩევს, რომ ხვალ, 29 მარტს სარკეში ჩახედვისგან თავი შეიკავონ.
„ჩემი რჩევაა, ხვალ სარკეში ნაკლებად ჩაიხედოთ. სარკე ცალკე თემაა. ის ითვლება ორ სამყაროს შორის შუალედ კარებად. ყოველთვის არ შეიძლება სარკის ყურება, ზოგჯერ მას უარყოფითი ენერგია აქვს“, – ამბობს ცაგარელი.